საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ (CNIL) Google და Amazon ქუქიების არალეგალურ გამოყენებაში დაადანაშაულა, რის გამოც ეს ორი კომპანია საკმაოდ დიდი თანხით დაჯარიმდა.

ბოლო წლების მანძილზე სააგენტო Google-ს და Amazon.fr-ს აქტიურად იკვლევდა. სააგენტომ დაასკვნა, რომ ორივე კომპანია ეგრეთ წოდებულ "cookie dropping"-ს ეწეოდა. ეს არალეგალურ საქმიანობად ითვლება. Cookie დროპინგი მარკეტინგული ტექნიკაა, რომელიც შემდეგნაირად ვლინდება:

თუ მომხმარებელი შედის ვებგვერდზე, ის სხვა საიტის ქუქიებს იღებს ისე, რომ მომხმარებელმა ამის შესახებ არ იცის. საფრანგეთში მსგავსი სქემები არალეგიტიმურად ითვლება. CNIL-ის დასკვნაში წერია, რომ "მსგავსი Cookie-ების გავრცელება, მომხმარებლის თანხმობის გარეშე ხდება..."

აღსანიშნავია ისიც, რომ Google.fr მომხმარებლებს ქუეიების შესახებ ადეკვატურ ინფორმაციას არ აწვდიდა, რაც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანად მოიაზრება.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული Amazon მომხმარებლებს ქუქიების შესახებ ატყობინებდა, მომხმარებელმა მაინც არ იციოდა, რომ კომპანიის ქუქიები ერეთ წოდებული "ტრეკინგისთვის" გამოიყენებოდა.

ასეთი ქუქიები მომხმარებლების ვებ ბრაუზინგის ისტორიას ინახავს და საიტს აწვდის, ამ შემთხვევაში Amazon-ს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებლის "პროფილი" შექმნას, მომავალში მომხმარებლები ინტერნეტში ისეთ რეკლამებს შეხვდებიან, რომელიც მათ სავაჭრო ან საძიებო ისტორიას ითვალისწინებს და მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ეს დამიზნებული, "პერსონალური მარკეტინგი" ლეგიტიმური პრაქტიკაა, თუმცა მსგავსი ქუქიების შესახებ, ევროპული კანონმდებლობით, მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის მომხმარებლებს პერსონალიზირებული მარკეტინგისთვის განკუთვნილი ქუქიების გათიშვა შეუძლიათ, CNIL-მა აღმოაჩინა, რომ ეს ფუნქცია სრულად არ მუშაობს და მომხმარებლები მსგავს ქუქიებს მაინც იღებენ.