7 რჩევა დახვეწილი ინტერიერის შეზღუდული ბიუჯეტით მოსაწყობად
დაბალი ბიუჯეტით დახვეწილი ინტერიერის შექმნა რთულია, თუმცა არსებობს გზები, რომლითაც ამის მიღწევა შეგიძლიათ. ბალიშები, ფარდები თუ ხალიჩა შეიძლება ინტერიერის იმ დეტალად იქცეს, რომელიც იაფია და ამასთანავე ელეგანტურ ელფერს ქმნის. ამ სტატიაში 7 მარტივ ხრიკს აღმოაჩენთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენს სახლში შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად დახვეწილი გარემო შექმნათ.
1. ორნამენტების მსგავსი დეტალები არ დაივიწყო
ყველაფერი დეტალებით იქმნება და ეს ინტერიერის შემთხვევაშიც ასეა. ჭერისა და კედლების დამაკავშირებელი ხაზების თუ უბრალოდ ჭერზე გამოსახული ორნამენტები ოთახის განწყობას სრულიად ცვლის. ელეგანტური განწყობის მიღება მცირე თანხით შეგიძლიათ, რადგან მსგავსი დეტალები საკმაოდ იაფია. ხაზოვანი ორნამენტების მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ვარიაციის გამოყენება ბევრად ეფექტურად მუშაობს.
2. შეღებე — ფერი მნიშვნელოვანია
ფერებით თამაშს გამბედაობა სჭირდება, რადგან ინტერიერს მკვეთრად ცვლის, თუმცა სხვადასხვა კომბინაციების მოსინჯვა, თამამი ფერების გამოყენება და სიახლის ცდა ელეგანტური ინტერიერის მოწყობას ხელს უწყობს. თქვენი საყვარელი ტონებიდან ერთ-ერთი შეარჩიეთ — თამამი და მყვირალა ან ნაზი, პასტელური და ინტერიერის გარდაქმნას შეუდექით. მკვეთრი ფერების დეტალებით გამოკვეთა ჭკვიანური გადაწყვეტაა. შეღებეთ კარი შავად ან ფანჯრის ჩარჩო აქციეთ აქცენტად და თქვენი ბინა გამოკვეთილ ხასიათს შეიძენს.
3. გამოიყენე ბალიშები — მარტივი, კომფორტული და ელეგანტური დეტალი
ბალიშების გამოყნებას ორი მთავარი დანიშნულება აქვს. სწორად შერჩევის შემთხვევაში ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნიან და სახლურ, მყუდრო განწყობას უზრუნველყოფენ. სტანდარტულ ბალიშის ფერებს ნუ გამოიყენებთ, მოსაწყენია. სცადეთ დიდი ზომის, სხვადასხვა სტრუქტურის, ფერების და პრინტების კომბინაცია. ბალიშების შერჩევას სიფრთხილით მიუდექით და აქციეთ ისინი თქვენი განაცხადად.
4. ფარდები საგულდაგულოდ შეარჩიე
ფანჯარა ინტერიერში გადამწყვეტ როლს თამაშობს. კარგად შერჩეული ფარდები ბინას საბოლოო შტრიხებს სძენს. დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ ქსოვილი, ნუ შეიძენთ ძალიან ძვირს, მაგრამ ეცადეთ ხელმისაწვდომი, თუმცა გასაოცარი ეფექტის მქონე ფარდები იყიდოთ. ქსოვილის ხარისხი, ფერები და მათი შესაბამისობა ინტერიერთან მთავარი დეტალებია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არ დაივიწყოთ ოთახის განათება, რადგან ფარდებმა შეიძლება როგორც დადებითად, ისე უარყოფითად შეცვალოს ტონი.
5. დაიმახსოვრე, განათება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია
გაითვალისწინეთ, ერთი და იგივე, სტანდარტული განათება ყველა ინტერიერისთვის კარგი გადაწყვეტილება არ არის. ყველა სახლს, ყველა დიზაინს აქვს ხასიათი, განათებას შეუძლია ეს განწყობა სისრულეში მოიყვანოს, ცუდად შერჩევის შემთხვევაში კი ელეგანტური ინტერიერის გაუგებრობად ქცევა შეუძლია. თუ შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ მეორეული ნივთების ბაზრობას ესტუმრეთ და კედლის განათების თუ ტორშერის შერჩევისას თქვენი ბინის ინტერიერზე იფიქრეთ — როგორი განწყობა არის და როგორის მიღწევა გინდათ, რა ფერების კომბინაცია გაქვთ გამოყენებული და რა ფაქტურები სჭარბობს ოთახში.
6. ხის იატაკი ხალიჩაზე უკეთესი გადაწყვეტაა
იატაკის დაფარვა ხალიჩით კოფორტული და საყვარელია, მაგრამ ხშირად ნაკლებ მოდური. მცირე ზომის ელეგანტური ხალიჩა მშვენიერი შტრიხია, თუმცა ხის იატაკი ბინას მეტ ელეგანტურობას სძენს. მოაწყეთ ოთახი ხის იატაკით, რომელიც დროს გაუძლებს და ნუ დამალავთ მას ხალიჩის ქვეშ. შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ? შედარებით იაფი მასალა შეარჩიეთ, მაგრამ რამდენიმე ხრიკი გაითვალისწინეთ — მუქი ხის იატაკი მეტად მდიდრულ ვიზუალს უზრუნველყოფს, კარგად შერჩეული განათება ნაკლოვანებებს ფარავს და ინტერიერში გამოყენებული ფერები ცვლის მასალის ვიზუალურ ეფექტს.
7. ავეჯი ხელმისაწვდომიც შეიძლება იყოს
მდიდრული დივანი და სავარძლები ძვირი ღირს და ელეგანტური ინტერიერის მისაღებად საჭირო სულაც არ არის. მეორეული ნივთების მაღაზიები, ონლაინ აუქციონები თუ ძველი ავეჯის გარდაქმნა ბევრად იაფია და შეიძლება უფრო განსხვავებული, ავთენტური ატმოსფეროც კი შექმნას. კრეატიული მიდგომები გამოიყენეთ და იაფიანი ნივთებისგან შექმენით ელეგანტური და თანამედროვე ავეჯი. გამოიყენეთ ხის ყუთები, დიდი ზომის ბალიშები, თუნდაც თქვენივე ხელნაკეთი დივნის დასაფენი და ეცადეთ შეზღუდული ბიუჯეტით შეძენილი თუ აწყობილი ავეჯი ინტერიერისთვის ორგანულ, დახვეწილ შტრიხად აქციოთ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები