Samsung-ის მობილურების დეპარტამენტის პრეზიდენტმა, TM Roh-მა, საკუთარ ბლოგზე კომპანიის პროდუქტის შესახებ რამდენიმე ახალი მინიშნება გამოაქვეყნა. მან დაადასტურა, რომ სპეციალურად Samsung Galaxy S21 მოდელისთვის 2021 წლის იანვარში ღონისძიება გაიმართება. მან ისიც აღნიშნა, რომ S Pen-ის მხარდაჭერა უფრო მეტ სმარტფონს ექნება და თქვა, რომ Samsung გასაშლელი ტელეფონების კუთხით, გაფართოებას ნაკლები დანახარჯებით შეეცდება.

მომხმარებელთათვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსაფრთოვანებელი არის ის ფაქტი, რომ Samsung-ი ე.წ. სტილუსის მხარდაჭერას Galaxy-ს სხვა მოდელებზეც გაავრცელებს. ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვცრელდება ინფორმაცია, თუმცა Roh-მა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს მომხმარებლისთვის ყველაზე საყვარელი ფუნქციების მათ სხვა მოწყობილობებშიც დამატებასაც. აღნიშნულ მინიშნებას შეიძლება სხვა დატვირთვაც ჰქონდეს. ვარაუდობენ, რომ ამით შეიძლება Note სერიების ერა, როგორც პრემიუმ Samsung-ის ფლაგმანის, დასრულდეს, რადგან ბოლო ხანია, Note სერია იმდენად აღარ განსხვავდება S სერიისგან. მათ შორის ერთადერთი მთავარი განმასხვავებელი სწორედაც რომ Stylus-ის მხარდაჭერა იყო, რომელიც, როგორც ჩანს, მალე სხვა მოდელებზეც იქნება ხელმისაწვდომი. Roh-მა დაადასტურა, რომ კომპანია ამის შესახებ უფრო მეტ დეტალს იანვარში მოგვაწვდის.

თუმცა, მხოლოდ S Pen არ იყო ის ერთადერთი პროდუქტი, რაზეც Roh-მა თავის სტატიაში ისაუბრა. მან ისიც თქვა, რომ Samsung ე.წ. "დასაკეცი პორტფელის" შექმნას ცდილობს, რათა აღნიშნული პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, თუმცა აქ სიტყვა "ხელმისაწვდომი", სავარაუდოდ, დასაკეცი ტელეფონების ფასის კონტექსტშია მოყვანილი, რომელთა ფასი ამჯერად 1300 დოლარიდან 2000 დოლარამდე მერყეობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Z Fold სერიის "Lite" ვერსია გამოვა 2021 წელს. სწორედ ამიტომ, Samsung ეცდება დასაკეცი ტელეფონებისთვის ფასების დარეგულირებას.

Roh ამბობს, რომ Samsung უფრო მეტ ყურადღებას "პრემიუმ კლასის კამერასა და ვიდეოს შესაძლებლობებზე" გაამახვილებს. კომპანია იმედოვნებს, რომ გააუმჯობესებს კამერის ხარისხს და მის კონკურენტებს, Google-სა და Apple-ს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გაუწევს ამ კუთხით. Samsung ასევე მუშაობს კომპიუტერული ფოტოგრაფიის მხრივაც და ცდილობს თავისი შეცდომები აქაც გამოასწოროს.

Apple-ის მსგავსად, Samsung გვპირდება, რომ თქვენი ტელეფონი შეძლებს მანქანის კარის გაღებას. კომპანიაში ასევე საუბრობენ მის გამოყენებაზე ობიექტების დასადგენად.