ბოლო 5 წლის განმავლობაში, კომპანია სახელად Neverware სთავაზობდა უბრალო მომხმარებლებს, სკოლებსა და ბიზნესებს, რომ მათი ძველი კომპიუტერები კვლავ გაეცოცხლებინათ მსუბუქი სისტემით, სახელად Cloudready. ამ სისტემის უდიდესი დადებითი მხარე მისი თანამედროვე დიზაინი და მსუბუქი დატვირთვით მუშაობაა.

ამ კვირაში კომპანია Google-მა ოფიციალურად შეისყიდა Neverware და ახლა გეგმავს Cloudready სისტემის ოფიციალურ Chrome OS-ში ტრანსფორმაციას. როდესაც ოფიციალური სისტემა საჯაროდ გამოვა, ამჟამინდელი მომხმარებლები მას განახლების სახით მიიღებენ. უფრო მეტიც, ახალ სისტემას ოფიციალური სისტემის განახლებების მხარდაჭერაც ექნება.

ეს არა მარტო გუგლისთვის არის მომგებიანი შეთანხმება, არამედ ამჟამინდელი მომხმარებლებისთვისაც. ის ფაქტი, რომ აქამდე ამ სისტემას ოფიციალური მხარდაჭერა არ ჰქონდა Google-ის მიერ, იგი Cloudready-ის ერთ-ერთ სისუსტედ იყო აღიარებული. ეს გულისხმობს იმას, რომ მართალია Chromium-ზე მომუშავე სისტემა გეყენათ, მაგრამ აქამდე ანდროიდ აპლიკაციების დაყენება არ შეგეძლოთ. Google-ის პირდაპირი მხარდაჭერა კი კიდევ უფრო მომხიბვლელს/სანდოს გახდის სისტემას სკოლებისთვის და ბიზნესებისთვის.