თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მხოლოდ აპლიკაციით მუშაობენ, სერვისის განხორციელების შესაძლებლობა ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ.

"B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა. მათ ამის უფლება 2021 წლამდე ჰქონდათ და პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, მათ ეს უფლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ", — განაცხადა კალაძემ.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს სპეციალური მანათობელი და ლიცენზია აქვთ, რომლის საშუალებით ქალაქში გადაადგილდებიან. B კატეგორიის მძღოლები კი მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით მუშაობენ.