ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს იმას, ეს მარტივი გადასატანია იქნება კონკრეტულ კონტექტსში ამა თუ იმ ადამიანისთვის. ამის შესახებ მან რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა.

"ჩემთვის მთავარი არის, რომ ვინაიდან ეს იყო მძიმე კადრები, მძიმე გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მერმა ახსნა, სრულუად კანონიერი, მაგრამ კანონიერება ხანდახან არ ნიშნავს, რომ ეს მარტივი გადასატანია კონკრეტულ კონტექტსში ამა თუ იმ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არც ერთი ამ ადამიანთაგანი, თუ კი მათ მართლა სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და იქ შესახლებას ელოდნენ, რომ ისინი არ დარჩნენ ჭერის გარეშე", — განაცხადა წულუკიანმა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს.

ამავე თემაზე: