მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებს, თუ მაგარია, თავის "ძმაკაც დეველოპერ ცეხავიკ — ილია წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი".

"რაც აფრიკის დასახლებაში მერიამ ჩაიდინა არის უღმერთობა. ამ გაჭირვებულ ხალხს წინასაახალწლოდ რომ დაარბევ და სახლებს დაუნგრევ, ხარ ბარბაროსი და არაადამიანი! ყველა ნორმალურ ქალაქში არსებობს სოციალური სახლების პროექტები ღარიბი ადამიანებისთვის. თავის ძმაკაც-დეველოპერ ცეხავიკს, ილია წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი თუ მაგარია კალაძემ. მოვიფიქროთ ყველამ ამ საცოდავ ხალხს როგორ დავეხმაროთ", — წერს ელისაშვილი.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო. არსებული ინფორმაციით უკვე 20-მდე მშენებარე სახლი დაანგრიეს. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შედეგად 8 ადამიანი დააკავეს.