10 ყველასთვის საყვარელი ქართული საახალწლო სიმღერა
როგორც კი დეკემბერი დადგება (ხშირად უფრო ადრეც კი), მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც ტრადიციულად უცვლელ პოპულარობას იბრუნებს ხოლმე მერაია ქერის All I Want for Christmas is You, ფრენკ სინატრას Let it Snow თუ ჟოზე ფელისიანოს Feliz Navidad.
საერთშორისო ჰიტებთან ერთად არაერთი ქართული სიმღერაცაა, რომლებიც ჩვენს სადღესასწაულო განწყობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს და ხშირად ყველაზე ნოსტალგიურ, ბავშვობის მოგონებებს გვიღვიძებს.
ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ გამორჩეულ კომპოზიციას მოვუყარეთ თავი.
1. სტეფანე — ჯადოსნური ღამე
ქართულ საახალწლო სიმღერებზე საუბრისას რთულია, პირველი სწორედ ჯადოსნური ღამე არ გაგახსენდეს. მართალია, სტეფანე მელოდიას ჯორჯ მაიკლის 1984 წელს ჩაწერილ ლეგენდარულ სიმღერას Last Christmas დაესესხა, თუმცა გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში მისმა შესრულებამ უფრო მეტი მსმენელის გული მოიგო.
2. სახე — თოვლი მოსულა
ამ ჯგუფის თითქმის ყველა ჰიტი ათწლეულების შემდეგაც არავის უთმობს ადგილს მრავალი ქართველი მსმენელის გულებში და გამონაკლისი, ცხადია, არც მათი ეს საახალწლო სიმღერაა.
3. ვაკის პარკი — თოვლის დედოფალი
სიმღერის კომიკურ ტექსტთან ერთად ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიდეოკლიპიც.
4. ირაკლი ჩარკვიანი და ქეთათო — ახალ წელს
ირაკლი ჩარკვიანი ქართველი ჯონ ლენონია, რომელიც გვარწმუნებს, რომ ძველი წყენა გასულ წელს უნდა გავატანოთ, ახალი წელი კი სიყვარულით და უკეთესი სამყაროს იმედით დავიწყოთ.
5. ნუკრი კაპანაძე — კანფეტების თოვლი
ეს სიმღერა არაერთი მომღერლის შესრულებით მოგვისმენია და თითქმის ყველას თანაბრად შეეფერება ეს დახასიათება: ის ყველა ბავშვის საყვარელი სადღესასწაულო სიმღერაა. მეტიც — ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან, მისი ტექსტი არ ავიწყდებათ და ყოველ ახალ წელს ნოსტალგიური განწყობით ღიღინებენ ხოლმე.
6. ირაკლი უჩანეიშვილი და ლენა რაქვიაშვილი — ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან
კანფეტების თოვლის გვერდით რთულია, ეს სიმღერა არ გაგახსენდეს, რომელსაც განსაკუთრებულ ჯადოსნურობას იაკობ ბობოხიძის მუსიკა ანიჭებს და საბოლოოდ, მთელი კომპოზიცია დისნეის ანიმაციის საუნდტრეკს ემსგავსება.
7. ბაკურ ბურდული და მეგობრები — გილოცავთ ახალ წელს
ვისაც ახალ წელს ბაღის ან სკოლის ზეიმებზე ერთხელ მაინც მოუწია ლექსის თქმა თუ სიმღერა, მაშინ ეს ვიდეოკლიპიც განსაკუთრებულად ახლობელი იქნება მისთვის.
8. სალომე კორკოტაშვილი — რაც ყველაზე ძალიან გიყვარს
ფილმი რაც ყველაზე ძალიან გიყვარს შეიძლება ბევრს კარგად აღარც ახსოვს, თუმცა სანაცვლოდ სალომე კორკოტაშვილის ეს საუნდტრეკი დღემდე ბევრის საყვარელი სიმღერაა.
9. Soft Eject — Please Just Carry On
ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართველ მუსიკოსებს ინგლისურენოვანი ტექსტებითაც შეუძლიათ მსმენელისთვის ახლობელი და სასიამოვნო ემოციების მატარებელი სიმღერების შექმნა.
10. ნატო გელაშვილი — დეკემბერი
ეს სიმღერა ვიწროდ საახალწლო განწყობას არ ატარებს, თუმცა პირველი დეკემბრიდან წლის მიწურულამდე ნებისმიერ ხასიათს უხდება.
ბონუსი: ლაშა და თამარი — იუზა
საახალწლო შინაარსზე მეტად ეს სიმღერა ყველაზე ცნობილი ქართული სიტკომის პერსონაჟების გამო უყვართ, მაგრამ იმდენად ბევრი მსმენელი ჰყავს (რაზეც YouTube-ზე ვიდეოს ნახვების ოდენობაც მეტყველებს), რომ ამ სიაში მოხვედრასაც იმსახურებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები