საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ის ამაყია, რომ გრიგოლ ვაშაძეს იცნობდა და მისი დღევანდელი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე საწყენად მიაჩნია.

"ბატონი ვაშაძე არის ქართველი, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და ძალიან ძლიერი პოლიტიკური კარიერა. მას აქვს განათლება და იცავს პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს. ამაყი ვარ, რომ ვიცნობ და საწყენია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უნდა იყოს ძალიან ამაყი, რომ ჰყავს ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც გრიგოლ ვაშაძეა", — განაცხადა დეგნანმა. (თარგმანი ეკუთვნის TV პირველს)

დღეს, 15 დეკემბერს, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას.

გაიგეთ მეტი: