IBM-ის წინასწარმეტყველება: როგორ შეცვლის ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებას 5 წელიწადში
IBM (International Business Machines Corporation) თავის კვლევებსა და პროექტებზე დაყრდნობით ხუთ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და მომავალ ხუთ წელიწადში ჩვენი ცხოვრების მკვეთრად გაუმჯობესებას გვპირდება.
1. ხელოვნური ინტელექტი საუბრისა და წერის მანერის გაანალიზებით მენტალური დაავადებების რისკებს გამოთვლის
ხუთ წელიწადში ყველა სიტყვა, რომელსაც ვწერთ ან წარმოვთქვამთ, ჩვენივე მენტალური ჯანმრთელობის გამოსაკვლევად იქნება გამოყენებული. მეტყველებისა და წერის მთავარ მახასიათებლებს ახალი კოგნიტური სისტემები შეისწავლიან და მენტალურ თუ ნევროლოგიურ აშლილობებს საწყის სტადიაზე დააფიქსირებენ. ასეთი დარღვევების დროული აღმოჩენა მათ ეფექტურ მკურნალობას შეუწყობს ხელს.
ამჟამად მენტალური და ნევროლოგიური აშლილობის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარს შესაბამის მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. არსებული გამოთვლების მიხედვით, 2030 წლისთვის ამ ტიპის დაავადებების სამკურნალოდ მსოფლიოს მასშტაბით $6 ტრილიონი დაიხარჯება.
თუმცა IBM-ის მტკიცებით, აღნიშნული ხარჯები შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს, ხოლო მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტური გახდეს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარკინსონის, ბიპოლარული აშლილობის, დეპრესიის, ალცჰაიმერის, ჰანთინგტონის დაავადების, პოსტტრავმატული აშლილობისა და სხვა მსგავსი დაავადებების სიმპტომები ადვილად შესამჩნევი გახდება.
ამჟამად IBM-ის მეცნიერები მენტალური დაავადებების მქონე პაციენტების ტრანსკრიპტებსა და აუდიო ჩანაწერებს აანალიზებენ და ხელოვნური ინტელექტის დასწავლის უნარის (machine learning) გამოყენებით ცდილობენ შეიმუშაონ დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც ფსიქოზს, დეპრესიასა და შიზოფრენიას ამოიცნობს. IBM-ის ინფორმაციით, ახლანდელი მდგომარეობით, ხელოვნურ ინტელექტს სიმპტომების აღმოსაჩენად 300 სიტყვის გაანალიზება ჰყოფნის.
2. ხელოვნური ინტელექტისა და ახალი მოწყობილობების დახმარებით სუპერგმირების მხედველობა გვექნება
გახსოვთ სათვალე, რომელიც დალტონიკებს ფერების აღქმაში ეხმარება? ეს ერთ-ერთი იმ მოწყობილობათაგანია, რომელიც ჩვენს მხედველობასა და სამყაროს აღქმას გააუმჯობესებს.
IBM-ის წინასწარმეტყველებით, სულ მალე შეგვეძლება იმაზე შორს გავიხედოთ, ვიდრე აქამდე, იმაზე უკეთ დავინახოთ, ვიდრე ახლა, ამოვიცნოთ დამალული და აქამდე შეუმჩნეველი საფრთხეები. რაც მთავარია, ასეთი მოწყობილობები ყველასთვის ხელმისაწვდომი და პორტატული იქნება.
ელექტრო-მაგნიტური სპექტრის 99.9 პროცენტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. ბოლო 100 წლის განმავლობაში მეცნიერებმა სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები შექმნეს, რომელთაც ენერგიის დანახვა და დაფიქსირება შეუძლიათ. ასეთი ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვიღებთ ჩვენი სხეულის ფოტოებს, ვაფიქსირებთ კარიესს კბილებზე, ვამოწმებთ ჩანთებსა და ჩემოდნებს აეროპორტებში და მათივე დახმარებით, თვითმფრინავები ნისლიან ამინდებში უსაფრთხოდ ეშვებიან მიწაზე. ამჟამად ასეთი მოწყობილობები ძალიან ძვირია და უმეტესად ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი.
უჩინარი ან გაურჩეველი ობიექტების დანახვა მძღოლებსა და თვითმართვად მანქანებს უკეთ მოძრაობაში დაეხმარება და უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. მაგალითად, კამერების, სენსორების, მიკროტალღური ხედვისა და ჰიპერხედვის ტექნოლოგიების დახმარებით მანქანებსა და მძღოლებს შეეძლებათ, დაინახონ გზა და თავიდან აირიდონ საფრთხეები წვიმისა და ნისლის დროს, წინასწარ შეამჩნიონ გზის მოყინული მონაკვეთები და ასე შემდეგ. კოგნიტური კომპიუტერები წინასწარ გამოთვლიან საფრთხეებს და შეგატყობინებენ, საბურავი გაგისკდებათ თუ ვინმე გადმოგიხტებათ გზაზე. დანარჩენი კი თქვენზე იქნება დამოკიდებული.
მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება სმარტფონებშიც. IBM-ში ამბობენ, რომ მომხმარებელს შეეძლება დაასკანეროს საკვები, გაიგოს მისი ენერგეტიკული ღირებულება და დაადგინოს საჭმლის ვარგისიანობა.
3. მაკროსკოპები დაგვეხმარება დედამიწისა და გარემოს დეტალურად აღქმაში
ხუთი წლის შემდეგ დასწავლის უნარის მქონე ალგორითმები და პროგრამები სამყაროს შეცნობას გაგვიადვილებენ. ინტერნეტი მილიარდობით მოწყობილობისგან აიღებს მონაცემებს.
ამ მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების შემდეგ ჩვენ უკეთ გვეცოდინება, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რა რაოდენობის საკვები გვჭირდება, ვინ შიმშილობს, ვის აქვს შეზღუდული წვდომა წყალსა და სხვა რესურსებზე. მაკროსკოპები გამოადგებათ ფერმერებსაც, რომლებიც ნიადაგს გაანალიზებენ და გამოთვლიან, რომელი მარცვლეულისა თუ ბოსტნეულის დათესვა მოუტანთ უკეთეს შედეგებს.
IBM-ის მეცნიერები ამ ტექნოლოგიაზე მუშაობისას ე.წ. Gallo Winery-ს კონცეპტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც იკრიბება ირიგაციისა და ნიადაგის მონაცემები, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები და მეტეოროლოგიური პირობები. შედეგად მეცნიერები ადგენენ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის მოსაყვანად კონკრეტულ მონაკვეთზე.
4. სამედიცინო გამოკვლევებში ნანო ტექნოლოგიები აქტიურად დაინერგება
ჩიპების ხსენებაზე საქართველოში ისტერიკა იწყება, მაგრამ ნუ გეშინიათ, "მხეცის ნიშანი" აქ არაფერ შუაშია (არც სხვაგან, მაგრამ მაინც).
IBM-ის განცხადებით, 5 წლის შემდეგ ნანოტექნოლოგიური ლაბორატორიებით ადვილად აღმოვაჩენთ სხვადასხვა დაავადებების პირველად სიმპტომებსა და საწყის სტადიებს. პროცესი ადვილი, სწრაფი და იაფი იქნება. IBM-ში ამ ტექნოლოგიას სითხის ბიოფსიას უწოდებენ. თუ დღეს კიბოსა და სხვადასხვა დაავადებების დასადგენად ქსოვილებს იყენებენ, ახლო მომავალში დიაგნოსტირებისთვის თქვენი სხეულიდან აღებული ფიზიოლოგიური სითხეები იქნება საკმარისი.
ჩიპები გააანალიზებენ დნმ-ს, ცხიმებს, ცილებს, სხვადასხვა ნაწილაკებს და შეძლებენ იმის დადგენას, რა დაავადება გჭირთ, ან სულაც გემუქრებათ თუ არა პარკინსონი ან თუნდაც კიბო. ამ კონდიციების აღმოჩენა მათ წარმოშობამდე იქნება შესაძლებელი, რაც თავისთავად მოგვცემს პრევენციისა და ეფექტური მკურნალობის საშუალებას.
გარდა ამისა, თქვენი სმარტვოჩები და ძილის მონიტორები მონაცემებს შეაგროვებენ და გამოითვლიან, რამე ანომალია ხომ არ აღგენიშნებათ, საჭიროების შემთხვევაში კი გაცნობებენ, რომ ექიმთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ.
5. ჭკვიანი სენსორები გარემოს დაბინძურების საფრთხეებს სინათლის სისწრაფით ამოიცნობენ
ბუნებრივი გაზის საბადოებთან, ქიმიურ სათავსოებთან და ნავთობის მილებთან განთავსდება სენსორები, რომლებიც გაჟონვებს უმალვე აღმოაჩენენ.
მოწყობილობები 24-საათიან რეჟიმში დააკვირდებიან წარმოების პროცესს და რისკებსა საფრთხის შემთხვევაში, განგაშს ატეხენ, რაც გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს.
როგორც ხედავთ, IBM-მა არა მხოლოდ იწინასწარმეტყველა მომავალი, არამედ საკუთარი გეგმებიც გაგვაცნო. ამ ტექნოლოგიებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები