პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას არ ესმის, რატომ აღიქმება პრორუსულ ძალად:

"მე არ ვიცი, რა არის პრორუსული, ან პროევროპული ძალა და საერთოდ არ ვიცი, რატომ აღვიქმები პრორუსულ ძალად. ეს არის კლიშე. მე არ ვთვლი ჩემ თავს პრორუსულ ძალად. რუსეთთან თანამშრომლობაზე თუ ვლაპარაკობთ, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, ვისაც ჭკუა მოეკითხება".

ნინო ბურჯანაძემ რეზონანსს ასევე განუცხადა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციურ გაერთიანებაზე კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი თანამშრომლობას გამორიცხავს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და ასევე, ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულ უგულავა-ბოკერიას ჯგუფთან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიები თემატურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.