Pornhub-მა ვიდეოების 65% წაშალა და მხოლოდ შემოწმებული კონტენტი დატოვა
Pornhub-მა თავისი პლატფორმიდან შეუმოწმებელი კონტენტი მთლიანად წაშალა.
ეს "დიდი წმენდა" მას შემდეგ მოხდა, რაც New York Times-ის გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ზრდასრულთა გასართობი პოპულარული ვებსაიტი თავის პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ ატვირთულ ისეთ სცენებსაც მოიცავდა, რომლებიც ნებართვის გარეშე იყო გავრცელებული ან ბავშვებისადმი სექსუალური ძალადობის სცენებს შეიცავდა.
აქტივისტები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ Pornhub-ის ბიზნეს-მოდელის შეცვლას იმ მიზეზით, რომ ის საკმარისად არსებითად არ ამოწმებდა ატვირთულ კონტენტს იმაში დასარწმუნებლად, რომ ვიდეოები ნამდვილად კონსენსუალური იყო. უკანონო კონტენტის არსებობის ამ სერიოზული ბრალდების გამო Visa-მ და Mastercard-მა Pornhub-თან საქმიანი ურთიერთობების გამოძიებაც დაიწყეს.
Pornhub-მა, რომელსაც ყოველდღიურად 100 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, უარყო ეს სისტემური პრობლემა, თითქოს პლატფორმაზე ბავშვებისადმი სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები იყო განთავსებული, და New York Times-ის ბრალდებებს "უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებლად ცრუ" უწოდა.
მიუხედავად ამისა, წინა კვირაში Pornhub-მა წაშალა ყველა ის ვიდეო, რომელიც მისი ოფიციალური კონტენტ-პარტნიორებისა და სამოდელო პროგრამის მონაწილეების ატვირთული არ იყო, რის გამოც პლატფორმაზე არსებული ვიდეოების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. Pornhub-ის 13,5-მილიონიანი ვიდეოარქივი 4,7 მილიონ ვიდეომდე შემცირდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ თქმულა, თუ რამდენად დიდი რაოდენობის კონტენტი წაიშალა პლატფორმიდან. ყველა წაშლილი ვიდეო ახლა ჩანაცვლებულია შეტყობინებით, რომელიც იუწყება: "მონიშნულია შემოწმებისთვის ჩვენი ნდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით".
წესების ბოლოდროინდელ ცვლილებასთან ერთად, რომელიც შეუმოწმებელ მომხმარებლებს პლატფორმაზე კონტენტის ატვირთვისა და ჩამოტვირთვისგან ზღუდავს, Pornhub აპირებს, 2021 წლის დასაწყისში ვერიფიკაციის ახალი პროცესი შემოიღოს, რომელიც მოდერაციას ახალ, გაძლიერებულ შრეს შემატებს.
"შეუმოწმებელი ამტვირთავების აკრძალვასთან ერთად ჩვენ ასევე შევზღუდეთ აქამდე ატვირთული ყველა კონტენტი, რომელიც კონტენტ-პარტნიორებისა და სამოდელო პროგრამის მონაწილეების მიერ არ იყო ატვირთული. ეს ნიშნავს, რომ ახლა Pornhub-ის კონტენტის თითოეული ერთეული შემოწმებული ამტვირთავების განთავსებულია — ეს ის მიდგომაა, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოუღიათ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, TikTok, YouTube, Snapchat და Twitter", — წერია Pornhub-ის ოფიციალურ ბლოგზე.
განახლება: Pornhub-მა კონტენტის წაშლა მოგვიანებითაც გააგრძელა და ამ დროისთვის ვიდეოების რაოდენობა 2,9 მილიონამდეა შემცირებული.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები