როდესაც თქვენ თქვენთვის სასურველ აპლიკაციას იწერთ, არის იმის შანსი, რომ ერთ დღეს აღნიშნული აპლიკაცია საერთოდ გაქრეს. სწორედ ასე მოხდა აპლიკაცია Apple Music Memos-ის შემთხვევაშიც. ამ კვირაში Apple-მა ამ აპის ახალი, 1.0.7 ვერსია გამოუშვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი მხოლოდ აპლიკაციის ე.წ. shutdown-ს ემსახურება.

Music Memos იყო Apple-ს უფასო ჩამწერი აპლიკაცია, რომელიც პირველად 2016 წელს გამოვიდა. თავდაპირველად, მას მუსიკოსები Voice Memos ალტერნატივად იყენებდნენ, რადგანაც მას ჰქონდა მრავალი ახალი ფუნქცია Voice Memos-გან განსხვავებით. მაგალითად, იგი აუდიოფაილებს არ აკომპრესირებდა და ამ და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სიახლის გამო, სახელიც კარგად გაითქვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამან დიდ ხანს ვერ გასტანა.

როდესაც დააფდეითებულ Music Memos გახსნით, მოგივათ შეტყობინება, რათა თქვენი ჩანაწერები Voice Memos-ში გადაიტანოთ. თუ მას დააიგნორებთ, იგი 7 დღის შემდეგ კვლავ გამოგიჩნდებათ. პროცესის დასრულების შემდეგ თქვენი ყველა ჩანაწერი ფოლდერში სახელად Music Memos შეინახება. თუ თქვენ iOS 14 გაქვთ, ჯერ კიდევ შეძლებთ მის გამოყენებას, თუმცა 2021 წლის 1 მარტის შემდეგ, თქვენ მის გადმოწერას App Store-დან ვეღარ შეძლებთ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომპანიას, ჯერჯერობით, არანაირი განცხადება გაუკეთებია, თუმცა, აპლიკაციის გათიშვის ერთ-ერთი მიზეზად მომხმარებელთა რაოდენობის ნაკლებობა სახელდება. როგორც წყარო 9to5Mac-მა განაცხადა, Apple-ს სურდა მუსიკოსები Music Memos-ზე გადმოეყვანა, თუმცა საბოლოოდ ისე გამოუვიდა, რომ მომხმარებლებს ისევ ძველ აპზე, Voice Memos-ზე, აბრუნებს.