აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. როგორც BBC წერს, ქვეყანაში იმუნიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიისთვის ემზადებიან. პირველად ვაქცინას სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები მიიღებენ.

მედდა ნიუ-იორკიდან, სანდრა ლინდსეი ერთ-ერთი პირველია აშშ-ში, ვინც კორონავირუსის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გაიკეთა.

"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ჩვენი ისტორიის ყველაზე მტკივნეული პერიოდის დასასრულის დასაწყისი. მინდა შთავაგონო ხალხს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ჩვენ პანდემიაში ვართ და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს", — განაცხადა მედდამ.

აშშ-ს ვაქცინაციის პროგრამის თანახმად, აპრილისთვის 100 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას. ქვეყანამ სამი მილიონი ამპულა უკვე შეიძინა, რომელიც 150-მდე ობიექტზე საავადმყოფოში გადანაწილდება.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ამერიკული ფარმაცევტული და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია და მისი ეფექტურობა 95 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყეს დიდ ბრიტანეთში, ხოლო უახლოეს მომავალში იმუნიზაციის პროგრამას დაიწყებს კანადაც.

ამავე თემაზე: