2006 წელს, Google-ის მიერ შექმნილი ვიდეოპლატფორმა Youtube მოულოდენლად გაითიშა და შეურთდა Google-ის სერვისებს, Gmail-სა და Google Drive-ს, რომელიც დღეს ასევე მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან.

Youtube-ის ჩატვირთვას მოახერხებთ, მაგრამ ვერ შეძლებთ ვიდეობის ყურებას, აღნიშნული ხარვეზის მიზეზი უცნობია. DownDetector-ზე დაყრდნობით, დღეს 3:59 წუთიდან, Youtube-ზე მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ.

"Google-ის სერვისები გაითიშა, მათ შორის Youtube, Google-ის სისტემაში შესვლას ვეღარ შეძლებთ, დაემშვიდობეთ მას", — წერს Google-ის იმედგაცრუებული მომხმარებელი DownDetector-ზე.

ჯერჯერობით, Google-ს არ გაუკეთებია განცხადება ხარვეზების თაობაზე, თუმცა ფაქტი სახეზეა, მომხმარებლები Youtube-ით სარგებლობას ვერ ახერხებენ.