Google Chrome-ს სატესტო ვერსიებს, ხშირად, ექსპერიმენტული ფუნქციებიც მოჰყვება ხოლმე, რომლის გააქტიურებაც მექანიკურადაა საჭირო. თუმცა, ეს მომხმარებლისთვის შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს, რადგან მათი გასააქტიურებელი გვერდი დამალულია. ეს ყველაფერი კი შეიძლება, ძალიან მალე, მომხმარებლის სასარგებლოდ გამარტივდეს.

ახალი Google Chrome ნებას დაგთავთ პირდაპირ მენიუდან ჩამოშალოთ სასურველი ფუნქცია, გააქტიუროთ და გადატვირთოთ ბრაუზერი. ამჟამად ამ ფუნქციების გააქტიურება მხოლოდ “chrome://flags/”-დან არის შესაძლებელი, რაც ბევრისთვის დამაბნეველია. თუმცა, როგორც გუგლი გვპირდება მალე, ახალ განახლებაში, უფრო მარტივად შევძლებთ ახალი ფუნქციების დატესტვას.