ზეგანაკვეთური სამუშაო — 2020 წლის ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში (II ნაწილი)
2014 წელს საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერით იკისრა ვალდებულება დაეახლოვებინა ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. ამიტომაც, 2020 წლის საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზანი სწორედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება უნდა იყოს, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახალ რეგულაციებში გაბნეული აღნიშნული სტანდარტების სწორი გაგება და ინტერპრეტაცია უნდა იყოს.
ამ სტატიაში გაეცნობით 2020 წლის სიახლეებს ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით.
ზეგანაკვეთური სამუშაო
ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან მიმართებით 2020 წელს დადგენილი ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში არსებითად დასაქმებულის მხარეზეა მორგებული და სამართლიანად ემსახურება მისი ინტერესების დაცვას.
კოდექსში გაჩნდა "ნორმირებული სამუშაო დროის" განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, ეს არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში, ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების პერიოდი.
ზეგანაკვეთური სამუშაოს შინაარსი პირდაპირ მიება ნორმირებულ სამუშაო დროს, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ "ზეგანაკვეთური სამუშაო" არის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. აქედან გამომდინარე, შეცვლილია მოდელი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო კვირაში 40 საათიანი რეჟიმის გადაჭარბებისას წარმოიშობოდა.
ასევე, დადგინდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ნორმირებული დროებიც, კერძოდ: არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა ჯამურად:
- სამუშაო დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს — 2 საათს;
- სამუშაო კვირის განმავლობაში — 4 საათს.
რაც შეეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ოდენობას, ამ ნაწილში მიდგომა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კანონპროექტით ინიცირებული იყო მყარი საათობრივი განაკვეთის შემოღება.
რაც შეეხება ანაზღაურების წესს, როგორც თანხობრივი, ასევე, დროით ანაზღაურების შემთხვევაში, განისაზღვრა ანაზღაურების მაქსიმალური ვადები:
- თანხობრივი: ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მისი შესრულების შემდეგ, გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად და
- დროითი: ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირისა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრება.
დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელი იყო.
შრომითი კანონმდებლობა საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო, ამიტომაც 2020 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოიტანა შრომითი ურთიერთობის მონაწილეთათვის.
BDO Academy გთავაზობთ კურსს "შრომის სამართალი", სადაც მიიღებთ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც ნორმათა სწორი ინტერპრეტირების პროცესში დაგეხმარებათ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები