დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებღივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსის რისკ ჯგუფებს დაემატნენ ტაქსის მძღოლები და სკოლის მასწავლებლები. გამყრელიძე მოუწოდებს მათ მივიდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან.

"ჩვენ დავამატეთ რისკ ჯგუფებს ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლო შეხებაში არიან ადამიანებთან და მივმართავ მათ, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში. დამატებულნი არიან სკოლის მასწავლებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით. 40 ათასამდე დოზა, გრიპის ვაქცინისა, მარაგში კიდევ არის ქვეყანაში. ვისარგებლოთ ამით", — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, შარშან გრიპის ვირუსის პიკი ქვეყანაში 25 დეკემბრიდან 10-15 იანვრამდე იყო, ამიტომ, სავარაუდოა, რომ მისი ინტენსივობა წელსაც ამ პერიოდში გაიზრდება. თუმცა, გამყრელიძის ვარაუდით, გრიპის ვირუსს ქვეყანა წელს, წინა წლებთან შედარებით, უფრო რბილად გადაიტანს, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები გრიპისგანაც დაგვიცავს.

"პრევენციული ღონისიძიებები, გრიპზეც ისე მოქმედებს [როგორც კორონავირუსზე] და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან, შარშანწინ და ა.შ.", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8 დეკემბერს გამართყლი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიწყო B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულაცია.

გაიგეთ მეტი: