შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროში 87 წლის ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული 82 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, მან ქალს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.