ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ On.ge-ის ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, აქტივისტები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

13 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე, მონაწილეები მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აჭარაში აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.