აზერბაიჯანი სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 12 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქომ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა განაახლა. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ამჟამად მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.

"სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პროვოკაციული ქმედებები განახორციელა, რასაც ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა მოჰყვა. აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მხრიდან შესაბამისი ზომები იქნა მიღებული. ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო შეტაკებები მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომლის შუამავალი რუსეთი იყო.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარე, აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორია გადსეცა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. დროდადრო კი რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან.

ამავე თემაზე: