ოპოზიციამ სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკო-ში ჩააბარა
ოპოზიციამ საარჩევნო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით ცესკოს უკვე მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს მიმართა ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ენმ — ძალა ერთობაშიამ, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა დღეს, ქვეყანას ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, ამის ნაცვლად კი ჰყავს ერთი კაცის პარლამენტი.
"როგორც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ, სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა. დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში. შეიძლებოდა ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ მივიღეთ ერთი კაცის პარლამენტი", — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციის განაცხადების განსახილველად სამდღიანი ვადა აქვს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ.
ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მემორანდუმი არის სამი ნაწილისგან შემდგარი და შემდეგი შინაარსის:
"პირველი არის ხელმოწერილი დოკუმენტი იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც დე-ფაქტო შესული არიან პარლამენტში, ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ ისინი უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატზე, მეორე ეს გახლავთ, ასევე დე-ფაქტო პარლამენტში შესული პარტიების ხელმძღვანელი პირების ხელმოწერა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მესამე არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის, როგორც ფორმალურად ბარიერგადალახული, ასევე, ფორმალურად ბარიერგადაულახავი პარტიების ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთ და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს".
რა წერია ოპოზიციის საერთო განცხადებაში
პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს-ს შედეგების მიხედვით, გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართელის ხალხის ნებას. შესაბამისად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.
შეკრებილი ოპოზიცია სიტყვით გამოდის და საუბრობს, არჩევნების გაყალბებასა და დღეს პარლამენტში შეკრებილი ერთპარტიული სხდომის შესახებ. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ამ დროისთვის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან.
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
კომენტარები