ხუთშაბათს, 10 დეკემბერს, დისნეის Investor Day-ზე კომპანიამ ძალიან ბევრი სიახლე წარადგინა.

წელს დისნეიმ მთავარ წარმატებას სტრიმინგის სფეროში მიაღწია, სადაც Disney Plus-ის სერვისს ამ თვის მონაცემებით 89.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ასეთი ბუნდოვანი წლის შემდეგ მარველის ფანებს აინტერესებდათ, როგორი იქნებოდა კომპანიის სამომავლო გეგმები და გახდებოდა თუ არა ცნობილი მარველის სერიალების გამოსვლის თარიღები, რომლებმაც უკვე არაერთხელ გადაიწია პანდემიის გამო.

Investor Day-ზე კომპანიის პირველი მთავარი განცხადება იყო ის, რომ მომავალ წლებში მარველის 10 სერიალის დებიუტი იგეგმება. რამდენიმე საათში ასევე გაეშვა Falcon and the Winter Soldier-ის პირველი ვიდეო. სერიალი 19 მარტს გამოვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კომპანიამ ფანებს Loki-ს პირველი ტრეილერიც წარუდგინა. სერიალი 2021 წლის მასიში გამოვა და მასში მთავარ როლს ტომ ჰიდლსტონი შეასრულებს.

გარდა ამისა, 2021 წლის ზაფხულისთვის იგეგმება მარველის პირველი ანიმაციური სერიალის, What If?-ის, პრემიერა. იხილეთ მისი პირველი ტიზერი:

ამასთანავე კარანტინის დროს ვირტუალური გასაუბრებების გზით Ms. Marvel-ის მთავარი როლის შემსრულებელიც შეირჩა. ყველასთვის საყვარელი პაკისტანელ-ამერიკელი სუპერგმირის, კამალა ხანის, როლს იმან ველანი შეასრულებს:

ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალ-ჰალკზე გადაღებულ სერიალში She-Hulk, რომლის მთავარ როლსაც ტატიანა მასლანი შეასრულებს, ტიმ როთიც დაბრუნდება Abomination-ის როლში. სერიალში მარკ რუფალოს ჰალკსაც ვიხილავთ.

დისნეის სტრიმინგის სერვისზე ასევე გამოვა Moon Knight, რომელიც დიდწილად ეგვიპტოლოგიითა და ეგვიპტური კულტურითაა ნასაზრდოები; Ironheart, რომელშიც დომინიკ თორნი მონაწილეობს; Secret Invasion, სემუელ ელ ჯეკსონისა და ბენ მენდელსონის მონაწილეობით (ის Captain Marvel-ში ტელოსის როლს ასრულებდა); აგრეთვე Armor Wars, რომელშიც როდის როლში კვლავ ვიხილავთ დონ ჩიდლს.

გარდა ამისა, დისნეიმ გამოუშვა WandaVision-ის სერიალის მეორე ოფიციალური ტრეილერი. შოუს პრემიერა სულ მალე, 15 იანვარს, შედგება.