ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანების ტრადიციული სია გამოაქვეყნა. 2020 წელს ეს ტიტული ამერიკის პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა და მომავალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დაიკავეს.

"ბაიდენისა და ჰარისის ერთობა ისტორიულ ცვლილებას წარმოგვიდგენს", — დატვიტა Time-მა.

ტიტულისთვის იბრძოდა სამი ფინალისტი — ენტონი ფაუჩი, დონალდ ტრამპი და კორონავირუსთან მებრძოლი ექიმები. გამოცემის რედაქტორი წერს, რომ ბაიდენისა და ჰარისის დასახელების მიზეზი ის იყო, რომ მათ შეძლეს და ამერიკის კურსი შეცვალეს:

"მათ დაამტკიცეს, რომ ძალა და თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრაზი, საზოგადოების დაყოფა და გაგვიზიარეს მგლოვიარე მსოფლიოს განკურნების გზა".

2016 წელს იგივე ტიტული მიიღო ჟურნალისგან პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა. ჟურნალი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანებს 1927 წლიდან ასახელებს. TIME ირჩევს ადამიანს, ჯგუფს, მოვლენას ან იდეას, რომელსაც წელიწადზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა, ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ.

TIME-მა ასევე დაასახელა:

  • წლის მცველი — ენტონი ფაუჩი და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ Black Lives Matter-ის კამპანიის ორგანიზატორები;
  • წლის ბიზნესმენი — Zoom-ის დამფუძნებელი;
  • წლის სპორტსმენი — ლებრონ ჯეიმსი;
  • წლის ხელოვანი — BTS.

ფოტო: TIME