რეპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, პარტია არ შევა პარლამენტში თუ იქ არ იქნება ბლოკი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია. თუმცა პარტია დღეს ოპოზიციის საერთო შეხევდრაზე, სადაც მათ მანდატების დატოვებაზე ხელი მოაწერს, არ ყოფილა. სამნიძის თქმით, კიდევ ერთხელ სიმბოლურად დადასტურება არშესვლასთან დაკავშირებით, ზედმეტია.

"დღეს ამ განცხადებით, არაფერი იურიდიულ-სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა. მათ გააკეთეს ის, რაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ. მე ჩავთვალე, რომ ეს არ არის დღეს საჭირო კიდევ ერთხელ", — განაცხადა მან.

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, თუმცა მოპოვებულ 2 მანდატზე უარს მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იტყვიან. აღნიშნულის ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რესპუბლიკელებმა ამით მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გზა აირჩიეს.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება. პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ და საპარალამენტო მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადებას ხელი მოაწერეს.