Ark: Survival Evolution არის სათავგადასავლო ჟანრის თამაში, რომელიც შეიქმნა ვიდეოთამაშების ამერიკული კომპანიის Studio Wildcard-ის მიერ. Ark-ის პრეზენტაცია კი 2017 წელს შედგა. მისი მოთამაშეების მიზანია, გადარჩნენ დინოზავრებითა და სხვა პრეისტორიული ცხოველებით სავსე კუნძულზე, ასევე გაუმკლავდნენ ბუნებრივ საფრთხეებს და მტრულად განწყობილ ადამიანებს. დაგ კენედის, ჯესი რაპჩაკის, ჯერემი შტიგლიცის და სიუზან შტიგლიცის მიერ 2014 წელს დაარსებული Wildcard Studio-ს ნაშრომმა, მალევე მიიქცია, გეიმერების ყურადღება და დღემდე რჩება სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთ მოწინავე თამაშად.

Ark: Survival Evolution 2021 წელს ბრუნდება, მეორე ნაწილით Ark 2, რომელშიც, როგორც ტრეილერიდან ჩანს, მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ვინ დიზელი. ახალი ამბავი The Game Awards-ის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ვინ დიზელი განასახიერებს პერსონაჟს სახელად სანტიაგო.

Wildcard Studio ასევე დაანონსა ანიმაციური სერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიშელ იოჰი, ჯეფრი რაიტი, ელიოტ პეიჯი, რასელ კროუ, ჯერალდ ბატლერი და ა.შ. Fast furious-ის ვარსკვლავი ვინ დიზელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას ანიმაციურ სერიალში.

დამატებითი დეტალები, მათ შორის, თამაშის ვრცელი მიმოხილვა, შემდეგ დღეებში გამოქვეყნდება.