Google Chrome-ის განახლების შედეგად, ე.წ. Extension-ებს ყველა ვებგვერდზე სტანდარტული წვდომა აღარ ექნება. ცვლილების მიზანს მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. მომავალი წლიდან, Google Chrome-ში თვითონ გადაწყვეტთ, რომელ ვებგვერდებზე ექნება წვდომა კონკრეტულ Extension-ს და რომელზე არა.

2018 წლიდან Chrome გვთავაზობს მარჯვენა ღილაკით extension-ზე წვდომის უფლებას, რომელიც მენიუში “This can read and change site data” სახითაა წარმოდგენილი. მას სულ 3 სხვადასხვა ფუნქცია აქვს საიტებზე გასაზიარებლად:

· როდესაც დააჭერ Extension-ს;

· კონკრეტულ საიტზე გაზიარება;

· ყველა საიტზე გაზიარება.

ამით მომხმარებლებს შეუძლიათ აკონტროლონ თუ რომელ საიტზე სურთ Extension-ის გამოყენება. მომავალი წლიდან კი კომპანია ამ ფუნქციის დახვეწილ ვერსიას შემოგვთავაზებს.

დღეის მდგომარეობით, third-party add-ons-ის ყველა საიტზე გაზიარება შეიძლება. თუმცა, ეს ასე აღარ იქნება. Chrome თქვენ შეგეკითხებათ, კონკრეტულად რომელ საიტზე გსურთ გაზიარება, რითაც მომხმარებელთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დაცული იქნება.

თქვენ, რა თქმა უნდა, ისევ გექნებათ მთლიან დომენზე გაზიარების საშუალებაც. ასევე Ad blocker-ის ყველა საიტზე გამოყენების უფლებაც შენარჩუნებული იქნება, თუმცაღა, აღნიშნული ფუნქციებს მხოლოდ დადასტურების შემდეგ გამოიყენებთ.

ეს განახლება 2021 წლისთვისაა დაანონსებული. იგი თავდაპირველად ახლად შექმნილ Extension-ებზე იმოქმედებს, თუმცა დროთა განმავლობაში, ყველა Extension-ზე გავრცელდება, რაც თქვენს ბრაუზერშია დაყენებული.