რატომ გვიბიძგებს ბედნიერ დასასრულზე კონცენტრირება ცუდი გადაწყვეტილებებისკენ
400 წლის წინ უილიამ შექსპირმა დაწერა: "ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება". შეიძლება, ეს სიტყვები დღესაც სიმართლეს ჰგავდეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე სულაც არაა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, მარტინ ვესტერგაარდმა ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც განხორციელებულმა ტვინის ვიზუალიზაციის ინოვაციურმა ექსპერიმენტმა დაამსხვრია ბედნიერებასთან დაკავშირებული ეს ძველი მითი.
ისეთი გამოცდილება, რომელსაც კარგი დასასრული აქვს, შეიძლება მთლიანობაში სულაც არ იყოს კარგი და პირიქით, გამოცდილება, რომელსაც ცუდი დასასრული აქვს, შეიძლება მთლიანობაში არც ისე ცუდი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ თქვენ პოკერის ხუთ რაუნდს ითამაშებთ და თამაშის შუა პროცესში ორჯერ მოიგებთ, უფრო მეტ სიამოვნებას განიცდით, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ბოლოს ერთხელ მოიგებთ − თუმცა ჩვენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ. სინამდვილეში, ბედნიერი დასასრულის მუდმივი ძიება შეიძლება ჩვენი ხასიათის სისუსტედაც კი ჩაითვალოს, რომელიც ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ გვიბიძგებს.
ბედნიერ დასასრულად მოიაზრება შემთხვევა, როდესაც გამოცდილების მიღების პროცესში მოვლენები პროგრესულად სასიკეთოდ ვითარდება. თუმცა, თუ ბედნიერ დასასრულზე ზედმეტად ვკონცენტრირდებით, შეიძლება ინდიფერენტულები გავხდეთ თავად გამოცდილების მიღების პროცესის მიმართ და უგულებელვყოთ ყველაფერი კარგი, რაც ამ გზაზე თავს გადაგვხვდა. ბედნიერი დასასრული, შეიძლება, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდეს და ეს წარმავალი მომენტი შედარებით უმნიშვნელო მოვლენების განვითარების შემდეგ დადგეს.
ჩვენ მოგვწონს, როცა თავად გამოცდილების მიღების პროცესი გვგვრის სიამოვნებას, თუმცა, ამავდროულად, გვსურს, მას კარგი დასასრულიც ჰქონდეს. როცა ჰარი პოტერის ერთ-ერთი ფილმი ტრაგიკული სცენით დასრულდა, ამან მაყურებელთა ნაწილი საშინლად იმედგაცრუებული დატოვა. თუმცა, კონკრეტული მოვლენის უსიამოვნო დასასრულის გამო მთლიანი გამოცდილების მანძილზე მიღებული სიამოვნება არ უნდა დავივიწყოთ. მაგალითად, გრძელვადიანი და კარგად გატარებული არდადეგები, რომლის დროსაც ცუდმა ამინდმა მხოლოდ ბოლო დღეს შეგვაწუხა, მთლიანობაში, ბევრად უფრო სასიამოვნოდ უნდა ჩაითვალოს, ვიდრე მოკლევადიანი არდადეგები, რომლის დროსაც ყოველდღე არაჩვეულებრივი ამინდი იყო.
მაგრამ ზოგი წარსულ გამოცდილებებს სწორედ მათი დასასრულით აფასებს. იმის მოლოდინი, რომ საქმეები გამუდმებით უნდა უმჯობესდებოდეს, "ბანკირის ცდომილების" სახელითაა ცნობილი. ასეთ დროს ადამიანები მოგების სწრაფ ზრდასა და მყისიერ სარგებელზე კონცენტრირდებიან და არ ფიქრდებიან მომხდარის გრძელვადიან შედეგებზე. ბედნიერ დასასრულზე ფოკუსირება მხოლოდ ჩვენს საბოლოო შთაბეჭდილებას ამძაფრებს და გვავიწყებს იმ სიამოვნებას, რომელიც მოვლენათა განვითარების პროცესში მივიღეთ.
რას ამბობს ნეირომეცნიერება ბედნიერი დასასრულის შესახებ
მარტინ ვესტერგაარდი თავისი კვლევის შესახებ დეტალურად გვიყვება: ზემოთ განხილული ფენომენის გამოსაკვლევად მისმა გუნდმა მოიწვია 27 მოხალისე, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ვირტუალური აზარტული თამაშის ექსპერიმენტში. მონაწილეები კომპიუტერის ეკრანზე უყურებდნენ ფულით სავსე ქოთნებს, რომლებშიც სხვადასხვა ზომის ოქროსფერი მონეტები ერთი მეორის მიყოლებით იყრებოდა. ბედნიერი დასასრულის მქონედ ის თამაში ჩაითვლებოდა, რომლის დროსაც ქოთანში სულ ბოლოს დიდი ზომის ოქროს მონეტები ჩაიყრებოდა.
ექსპერიმენტის მსვლელობისას მკვლევრები მონაწილეთა ტვინის აქტივობას მაგნიტურ-რეზონანსულ (MRI) სკანერში აკვირდებოდნენ. მოხალისეებს ევალებოდათ, მონეტების ჩამოყრის მერე ეკრანზე გამოსახული ორი ქოთნიდან ერთი აერჩიათ.
კვლევამ აღმოაჩინა, რომ საკმაოდ კარგი მიზეზი არსებობს იმის, თუ რატომ იზიდავთ ადამიანებს ბედნიერი დასასრულები. მონაწილეთა ტვინის აქტივობის მონაცემების კომპიუტერული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კონკრეტული გამოცდილების შეფასება ადამიანის ტვინის ორ გასხვავებულ რეგიონში აღიბეჭდება. გამოცდილების საერთო შეფასება მუშავდება ამიგდალაში, რომელსაც არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამიგდალას აქტივობა განაპირობებს ისეთ ემოციურ პასუხებს, რომლებმაც, შეიძლება, ირაციონალურ საქციელამდე მიგვიყვანოს. თუმცა, კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ სწორედ ამიგდალაში იშიფრება სამომავლო დანაზოგების გასაკეთებლად შემუშავებული რაციონალური ეკონომიკური სტრატეგიები.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ წინა გამოცდილება კარგად არ დასრულდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ამიგდალას გავლენას ის შემაკავებელი აქტივობა ასუსტებს, რომელიც თავის ტვინის წინა კუნძულოვან წილში მიმდინარეობს. სწორედ ამ რეგიონთანაა დაკავშირებული ისეთი ნეგატიური ემოციების გადამუშავება, როგორიცაა ზიზღი. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ზოგი ადამიანი აქტიურად განიცდის ზიზღს ცუდი დასასრულის მიმართ.
აზარტული თამაშის ექსპერიმენტში ის მონაწილეები, რომლებიც კარგი გადაწყვეტილების მიღების უნარით გამოირჩეოდნენ, უფრო დიდი რაოდენობის თანხას ირჩევდნენ, მიუხედავად იმისა, თუ რა ზომის ოქროს მონეტები ერგებოდათ მათ თამაშის ბოლოს. ამ ადამიანების ამიგდალაში აქტივობა მკაფიოდ გამოიკვეთა. ხოლო, ნაკლებად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიმღებ მონაწილეებს მეტი აქტივობა აღენიშნათ ტვინის წინა კუნძულოვან წილში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი გადაწყვეტილების მიღების უნარის ქონა მოიაზრებს ადამიანის მიერ ისეთ გამოცდილებასთნ დაკავშირებული უსიამოვნო განცდის დაძლევას, რომელსაც ცუდი დასასრული ჰქონდა.
წარმოიდგინეთ, თითქოს სავახშმოდ გასვლას აპირებთ და ცდილობთ არჩევანი გააკეთოთ ბერძნულ და იტალიურ რესტორნებს შორის, რომლებშიც აქამდეც ყოფილხართ. ამ პროცესში თქვენ საკუთარ ტვინს სთხოვთ, რომ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეაფასოს, რომელი ვახშამი იყო უკეთესი. თუ ბერძნულ რესტორანში ყველა კერძი საკმაოდ კარგი იყო, მაშინ ცხადია, მთლიანად ვახშამიც საკმაოდ კარგი გამოვიდოდა. მაგრამ თუ იტალიურ რესტორანში სტარტერი არც თუ ისე კარგი იყო, მთავარ კერძს არაუშავდა, თუმცა ბოლოს ტირამისუს დესერტი გენიალური აღმოჩნდა, შეიძლება თქვენ ამ რესტორანზე მთლიანობაში დადებითი შთაბეჭდილება შეგექმნათ მხოლოდ იმის გამო, რომ ვახშამი ბედნიერად დასრულდა.
რადგან ჩვენი ტვინის მექანიზმები ჩვენი სურვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, ისინი შეიძლება გაძლიერდნენ ჩვენ გარშემო არსებული კულტურით. ანუ, შეიძლება, ჩვენ რეკლამის, პროპაგანის ან თუნდაც ყალბი ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ, რადგან ადამიანები ნარატივისა თუ თხრობის მიმართ გამორჩეულად მგრძნობიარენი ვართ. რეკლამა თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს. რამდენადაც ბევრი ინსტიტუცია ცდილობს ჩვენი ფიქრების მართვას, იმდენად დიდი საფრთხე ექმნება კარგი გადაწყვეტილებების მიღების ჩვენს უნარს.
ჩვენს ინტუიციურ ტვინს დეზინფორმაციასთან და მანიპულაციის სხვა ფორმებთან ბრძოლაში რომ დავეხმაროთ, ის უნდა გავწვრთნათ ფრთხილ და დაფიქრებულ განსჯაში. უმეტესობამ უკვე იცის, ეს როგორ გააკეთოს. მაგალითად, გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ შეგვიძლია ყველა შესაძლო არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები ჩამოვწეროთ. ეს ხერხი ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ჩვენი ინტუიცია ან წინათგრძნობა.
ასე რომ, შექსპირი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ცდებოდა. თუ ჩვენ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ზედმეტად ვკონცენტრირდებით უახლეს წარსულზე, ბევრს დავკარგავთ. სანაცვლოდ უნდა შევჩერდეთ და ჩვენი ტვინის შუბლისწინა ქერქის გამოყენებით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ; უნდა ვძლიოთ ნეგატიურ იმპულსებს და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გადასაჭრელი საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე ვკონცენტრირდეთ.
-
გადახედვამთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
კომენტარები