ზოგჯერ განსაკუთრებით გვენატრება ხოლმე ჩვენი ბავშვობის წლები და გვინდება, ცოტა ხნით მაინც დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი სადარდებლის მიუხედავად ცხოვრება როგორღაც მაინც უფრო უდარდელი ჩანდა (ან, უბრალოდ, ახლა გვეჩვენება ასე).

ასეთი ნოსტალგია თუ შემოგაწვებათ, შეგიძლიათ, Facebook-ზე ქართული გვერდი "90's" ინახულოთ, რომელზეც ჩვენი ბნელი 90-იანების ტკბილი მოგონებები იყრის თავს, ყველა ჩვენგანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილი რომ იყო.

აი, მაგალითად, მათგან 12:

1. გასაშლელი ანბანი, ხანდახან მარაოდაც რომ გამოდგებოდა ხოლმე

ფოტო: 90's / Facebook

2. ირისის კანფეტები პირის გემრიელად ჩასატკბარუნებლად

ფოტო: teplica163.ru

3. ეს ლაზერი ღამღამობით მეზობლების გასაწვალებლად

ფოტო: 90's / Facebook

4. პოკემონის, ჰარი პოტერისა და ფეხბურთელების ჩუნგო-ჩანგოები

ფოტო: 90's / Facebook

5. უსაყვარლესი ცისფერი ბეჰემოთების სათამაშო ფიგურები

ფოტო: V1.ru

6. ხელნაკეთი "რაგატკები", რომლითაც საბოლოოდ ჩვენს თავს უფრო ვიზიანებდით ხოლმე

ფოტო: Azer History

7. წიგნი ეძიე ვასკვლავი შენი, რომელიც რატომღაც ყველას გვქონდა სახლში

ფოტო: 90's / Facebook

8. ორმხრივი სახრახნისი (ე.წ. "ატვიორკა") ჩხირკედელაობის მოყვარულებისთვის

ფოტო: On.ge

9. 20-თეთრიანი ბონიბონი, რომელსაც როგორღაც გადავურჩით

ფოტო: Gida Bilinci

10. ამასაც

ფოტო: 90's / Facebook

11. აი, ეს მწვანე 12-ფურცლიანი რვეული საკონტროლო წერებისთვის

ფოტო: Officemag.ru

12. ვინ თქვა, ფოტოდან სუნს ვერ იგრძნობო?

ფოტო: Sweet Toys Pictures

ამავე თემაზე: