ცხოველთა მოულოდნელი მეგობრული კავშირები მეგობრობის საუკეთესო შემთხვევებია და მათ სიას პოლიციელი ძაღლი და ორი დელფინიც შეემატნენ.

გუშინ, 9 დეკემბერს, დასავლეთ ავსტრალიის პოლიციამ თავის Facebook გვერდზე დადო ვიდეო, რომელშიც პოლიციელ ძაღლ მაკოს მდინარის პირას ცნობისმოყვარე დელფინების წყვილი წაეთამაშა, სანამ ცუგა მათ ზემოდან დასცქეროდა.

მაკო წყალში იქით-აქეთ მოდგაფუნე დელფინებს უყურებს და მათ მოძრაობებს მიყვება. მაკოს საბელი პოლიციის ოფიცერს უჭირავს და ვიდეოში ფონად მისი სიცილის ხმაც ისმის:

როგორც ჩანს, პოლიციელი ცუგა დიდი სიამოვნებით ჩახტებოდა წყალში და ასე შეეგებებოდა დელფინებს, საბელი რომ არ აკავებდეს.

— ჯანდაბა, ადამიანო!

Facebook-ზე ვიდეოს ერთ დღეში უკვე 2000-ზე მეტი მოწონება აქვს. მის აღწერაში ნათქვამი იყო: "ნახეთ ეს გულის ამაჩუყებელი შეხვედრა ოფიცერ მაკოსა და მდინარე სუონის ცნობისმოყვარე დელფინებს შორის".