Android-ის 5 მილიონი გადმომწერის შემდეგ, Google Photos ცდილობს სხვა მობილური ოპერაციული სისტემისთვის დაკავშირების გაადვილებას. ისინი iOS-ის მომხმარებლებს Google Photos-ში მოწონებული კონტენტის Apple Photos-თან სინქრონიზაციას სთავაზობენ.

მართალია, Google Photos cross-platform აპლიკაციაა, თუმცა Apple-ის მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუდვების გამო, მისი სრულიად გამოყენება მაინც შეუძლებელია.

Android-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ Apple-ის მომხმარებელთათვის სინქრონიზაციის პროცესი გაემარტივებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც რამდენიმე Apple მოწყობილობას ერთდროულად იყენებს.

როგორ მუშაობს პროგრამა:

  • თქვენი საყვარელი Apple Photos Google Photos ხდება.
  • თქვენი საყვარელი Google Photos Apple Photos ხდება.
  • თუ თქვენ unfavorite-ს გააკეთებთ Google Photos-ში, იგი ავტომატურად unfavorite-ს გააკეთებს Apple Photos-ში და პირიქით.

აქტივაციისთვის თქვენ ჯერ გახსნით Google Photos შემდეგ კი მიყვებით ინსტრუქციას : iOS device > Profile > Settings > Apple Photos > Toggle on. ეს ძალიან მარტივი პროცესია, რომელიც თქვენ მოწონებულ Apple Photo-ებს Google Photo-ს “starred” სიაში შეინახავს. იმავე შეიძლება ითქვას პირიქითაც, Google Photos-ში მოწონებული ფოტო Apple Photos სიაში იმ წამსვე აღმოჩნდება.

ჯერჯერობით, ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, თავიანთ iOS მოწყობილობებზე ეს ფუნქცია ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი სერვერის მხრიდან ოფიციალურად მალე დაემატება და ყველა მოწყობილობაზე განახლდება.