საჩუქრების სწორად შერჩევა, საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. თუმცა, თუ გემოვნებით შეარჩევ ნივთს და გაითვალისწინებ ადრესატის პრიორიტეტებსაც, შეძლებ ნებისმიერი ადამიანის გული გაახარო. Mystartup საჩუქრების საამქროში 100-ზე მეტი ქართველი სტარტაპერის 1 500-ზე მეტი ნივთია განთავსებული, სადაც შეგიძლია საჩუქარი შეურჩიო ნებისმიერი გემოვნების ადამიანს. ბევრი დრო, რომ არ დაკარგო, აქვე შეგიძლია, გადაათვალიერო რამდენიმე ორიგინალური ნივთი, რომელთა ღირებულებაც არ აღემატება 50 ლარს.

ტერაკერას კერამიკული ჭიქა — 39 ლარი

ფოტო: mystartup

მოხატული ხელნაკეთი კერამიკული ნაკრები: ველო-ჭიქა ლამბაქით. ვინტაჟური ველოსიპედების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებ ამ კერამიკული ნაკრებით.

ჯეოპოსტერის ტილოს ჩანთა "მეეზოვე" — 30 ლარი

ფოტო: mystartup

მაღალი ხარისხის დაპრინტული ჩანთა, ფიროსმანის საქვეყნოდ ცნობილი ნამუშევრის გამოსახულებით. მაღალი ხელოვნების მოყვარულები უკმაყოფილო დარჩებიან?

პიკნიკის დასაშლელი მაყალი ხის ყუთით — 48 ლარი

ფოტო: Mystartup

კომპაქტური, იდეალური და აუცილებელი აქსესუარი ბოდიალა, პიკნიკის მოყვარული ხალხისთვის.

Woody & co-ს გულსამაგრი — 28 ლარი

ფოტო: Mystartup

ლურჯი ჩიტი რომ არ გაგიფრინდეს გულთან ახლოს უნდა გყავდეს. ეს საუცხოო სამკაულო ვის არ მოეწონება?

სამაგიდო თამაში "ჩუ" — 28 ლარი

ფოტო: Mystartup

ამ ქართული სამაგიდო თამაშით მხიარულად შემოგესწავლება ჟუსტების ენა. ლინგვისტებს ორიგინალური გასართობი ელოდებათ.

1 დეკემბრიდან შეაღე ჯადოსნური სამყაროს კარი Mystartup საჩუქრების საამქროში, სადაც საზეიმო განწყობა დაგხვდება და გაქცევს დიდი დღესასწაულის ნაწილად. ისარგებლე დიდი ფასდაკლებებით, სასაჩუქრე შეფუთვით და ადგილზე მიტანით მთელი საქართველოს მასშტაბით.