გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ახლა ოპოზიციონერი ლიდერების პარლამენტში შესვლა აგონებს იმ ადამიანებს, ვინც 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა.

"ამ ადამიანების პარლამენტში შესვლა მაგონებს, 9 აპრილის მერე რომ კომუნისტურ პარტიაში შედიოდნენ გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, იმ ადამიანებს. ანუ, წინასწარვე იცი, რომ საკუთარ რეპუტაციას ინგრევ, იცი რომ შეგაგინებენ, გაგლანძღავენ. იცი, რომ ეს არის საზოგადოების ინტერესის საწინააღმდეგო, მაგრამ, ამ ნაბიჯს მაინც დგამ", — განაცხადა ოქრუაშვილმა TV პირველის ეთერში.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა.

გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, მაინც შევა პარლამენტში.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებედნენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მოახლოებასთან ერთად, მხარეებს შორის განწყობები იცვლებოდა.

გაიგეთ მეტი: