გუშინ SpaceX-ს შემდეგი თაობის Starship რაკეტის მნიშვნელოვანი საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინა. Starship-მა, ანუ რაკეტამ, რომელიც ადამიანებმა მარსზე გასამგზავრებლად უნდა გამოვიყენოთ, გუშინ სცადა გაეუმჯობესებინა საკუთარი შედეგი. კომპანია გეგმავდა მასიური რაკეტის გაშვებას 12.5 კილომეტრის სიმაღლეზე, მაგრამ რაკეტის ძრავების ამოქმედებიდან ძალიან მალე, ძრავებმა მუშაობა შეწყვიტეს და გაჩერდნენ, Starship–ის პროტოტიპმა გაფრენა ვერ შეძლო, SpaceX მოგვიწოდებს სიახლებს თვალი ვადევნოთ, კომპანიის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე

საცდელი ფრენა მიზნად ისახავდა Starship-ის გაშვებისა და ხმელეთზე დაშვების შესაძლებლობის გამოცდას, რასაც კოსმოსური ხომალდი გააკეთებს როგორც დედამიწაზე, ასევე სხვა პლანეტებზე. SpaceX მიზნად ისახავს, Starship გამოიყენოს ტვირთის გადაზიდვისთვის და ადამიანების გადაყვანისთვის, ისეთი კოსმოსური მიმართულებებით, როგორებიცაა მთვარე და მარსი. მსგავსი ფრენა კომპანიას დაეხმარება განსაზღვრას Starship–ის შესაძლებლობა, შეასრულოს ხომალდის კონტროლირებადი ფრენა და დაინახოს, არის თუ არა რაკეტის აპარატურა, განსაკუთრებით სამი მთავარი ძრავა, ფუნქციური.

SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ფრენის წარმატებულად დასრულებას "1/3 შანსი" მისცა. SpaceX-მა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა შესაძლებლობას, რომ საცდელი ფრენა შესაძლოა სრულყოფილად წარმართულიყო, მაგრამ როგორც ვნახეთ Starship–ის პროტოტიპმა გაფრენა ვერ შეძლო.

”ასეთი ტესტით წარმატება არ იზომება, არამედ მსგავსი ფრენა გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ რისი სწავლა შეგვიძლია, რაც მომავალში წარმატების ალბათობას ზრდის,” — წერს SpaceX ფრენის შესახებ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ფრენა კომპანიას მისცემს საშუალებას, მომავალში კიდევ უფრო ამბიციური ტესტები ჩაატაროს, საბოლოო კულმინაცია კი Startship-ის ორბიტაზე და შემდეგ, მარსისკენ გაშვება იქნება.