დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. On.ge-ს ინფორმაციას საავადმყოფოში უდასტურებენ. მათი თქმით, 63 წლის ტრავმატოლოგს თანხმლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 895.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 174 383-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 145 287-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: