სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, სისწრაფე და მოქნილობა თანამედროვე ადამიანის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებებია, სულ ახალი მობილბანკი კი მუდმივად ახერხებს ამ მიზნების შესაბამისი ინოვაციური და თანამედროვე ინსტრუმენტებით აღგვჭურვოს.

ამჯერად, ერთ-ერთი განახლების შედეგად, აღარაა საჭირო ყველას სათითაოდ ვუგზავნოთ ანგარიშის ნომერი, იმისათვის, რომ საერთო ხარჯები გავიყოთ. აღარც სტუდენტური ბარათის ძებნაა საჭირო ონლაინ გადახდებისას. მეგობრებისთვის სიურპრიზის დაგეგმვა აღარ უკავშირდება თანხის აგროვების დისკომფორტს. გარდა ამისა, სხვა ბანკის საკრედიტო ბარათის რეფინანსირების შთავაზების მიღება და Solo-ს წევრად გახდომა მობილბანკიდანაც შესაძლებელი რამ გახდა.

მობილბანკი მუდმივად ახლდება, შესაბამისად, ყოველდღიურად სულ ახალ პროდუქტს მოვიხმართ, რომელშიც თანამედროვე, მიმდინარე მომენტისთვის აქტუალური საჭიროებებია გათვალისწინებული და რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა. ამას ყოველი განახლებისას ვამჩნევთ და როგორც უკვე მიხვდებოდით, ამ სტატიაში ვაპირებთ წარმოგიდგინოთ ის ახალი, ინოვაციური ფუნქციები, რომელთაც ამჯერად, სულ ახალ მობილბანკში შეხვდებით. ანუ წარმოგიდგენთ ახალ ინსტრუმენტებს მობილბანკიდან, რომლებიც თქვენს ფინანსურ ფუნქციონირებას უფრო მარტივს, სწრაფსა და მოქნილს გახდის.

1. თანხის გაყოფა

როცა თანამშრომლისთვის საერთო საჩუქარს ვყიდულობთ, ან ვახშმის ფულს ერთიანად ვიხდით და ეს ხარჯი რამდენიმემ უნდა გავინაწილოთ, უხერხულობას ქმნის თანხის აგროვების პროცესი. ამიერიდან, ანგარიშისა თუ პირადი ნომრების გაცვლა აღარ იქნება საჭირო, რადგან საქართველოს ბანკის მობილბანკს თანხის გაყოფის ფუნქციონალი დაემატა. მისი დახმარებით, უკვე გადახდილი თანხის რამდენიმე ადამიანზე გაყოფას შეძლებთ.

საერთო ხარჯი თუ თქვენ გასწიეთ, ანუ ამა თუ იმ საერთო პროდუქტისა თუ მომსახურების სრული საფასური თუ თქვენ გადაიხადეთ, თანხის გასაყოფად მობილბანკში უნდა მონიშნოთ შესაბამისი ოპერაცია, შემდეგი ნაბიჯი კი იმ ადამიანების მონიშვნაა, ვისთანაც თანხის გაყოფა გჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის ადრესატები საქართველოს ბანკის მომხმარებლები იყვნენ. მათი მონიშვნა შეგიძლიათ როგორც მობილბანკის კონტაქტების სიიდან, ისე ტელეფონის კონტაქტების სიიდან. ასევე, შესაძლებელია უცხო ნომრის შეყვანაც. მას შემდეგ კი, რაც ყველა ადრესატს შეარჩევთ და მიუთითებთ დანიშნულებას, მობილბანკი გადახდილ თანხას ადრესატებზე თანაბრად გადაანაწილებს. ადრესატები კი თანხის გაყოფის მოთხოვნას, შესაბამისი დეტალების მითითებით, SMS შეტყობინების სახით იღებენ.

2. თანხის მოთხოვნა

თუ თანხის გაყოფა უკვე გადახდილი საფასურის გადანაწილებაში გვეხმარება, სულ ახალი მობილბანკის კიდევ ერთი ახალი ფუნქცია თანხის წინასწარ მოთხოვნის საშუალებას გვაძლევს. ეს ფუნქცია უფრო იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებისა თუ სიურპრიზის დაგეგმვა სიამოვნების საგანია. ვგულისხმობთ მათ, ვისაც მეგობრებისა თუ თანამშრომლების წრეებში საჩუქრების ინიციატივებით გამოსვლა მოსწონთ და სხვადასხვა სიურპრიზის ორგანიზებასაც წარმატებით ახერხებენ.

თუ მეგობრებთან ერთად ბუნებაში გეგმავთ დასვენებას, ამასთან საერთო ხარჯები და ბიუჯეტიც წინასწარ გაქვთ გაწერილი, შესაძლოა, თანხის წინასწარ აგროვება დაგჭირდეთ. ისევე, როგორც ოჯახის წევრისთვის საერთო საჩუქრის ყიდვის შემთხვევაში. ეს ფუნქცია თადარიგის დაჭერაში დაგეხმარებათ და მაშინაც ძალიან გამოგადგებათ, თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ ანგარიშზე, რომ საერთო ხარჯი ერთიანად გასწიოთ.

ისევე, როგორც თანხის გაყოფა, თანხის მოთხოვნაც მარტივად, ერთი მესიჯის პრინციპით მუშაობს და თავიდან გვარიდებს ერთმანეთისთვის ანგარიშის ნომრების გზავნის პრაქტიკას. (ან სიტყვიერ შეხსენებას, რომ თანხა ჩაგირიცხონ). თანხის მოთხოვნისთვის მობილბანკში უთითებთ ადრესატებს (კონტაქტების სიიდან თუ სიის გარეთ), უთითებთ, რა თანხას ითხოვთ თითოეული მათგანისგან და წერთ დანიშნულებასაც.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ყიდულობთ საჩუქარს დედისთვის, თანხა ძმასთან, ან დასთან უნდა გაინაწილოთ, საჩუქარი კი 200 ლარი ღირს. დანიშნულებაში უთითებთ დედას საჩუქარს, თანხაში 100 ლარს, რომელსაც წინასწარ ითხოვთ დისგან (ან ძმისგან), მოთხოვნა კი, დადასტურების შემდეგ, მითითებულ ნომერზე იგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციონალი გამოსადეგია სხვა სიტუაციებშიც. მაგალითად, თუ რამეში თანხა გაკლდებათ, შეგიძლიათ მოთხოვნა გაუგზავნოთ ოჯახის წევრს, ან მეგობარს, რაც მათგან თანხის სესხების ახალი ხერხი შეიძლება იყოს. ანუ, პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებთ თანხის სესხების მოთხოვნის გაგზავნას ახლობლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი ორივე ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, ადრესატები იღებენ შეტყობინებებს, რომელშიც მითითებულია მოთხოვნილი თანხის რაოდენობა, დანიშნულება და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩარიცხონ მათი წილი თანხა. ადრესატებს, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, მობილბანკში შესვლისთანავე დახვდებათ თანხის მოთხოვნის, ან გაყოფის შევსებული ოპერაცია, რომელსაც მხოლოდ დადასტურებაღა დასჭირდება.

3. ციფრული სტუდენტური ბარათი

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილბანკში სტუდენტური ბარათის შეკვეთის შესაძლებლობა გაჩნდა, ახლა კი, სტუდენტებს უკვე ციფრული ბარათის აღებაც შეეძლებათ. ეს პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ანალოგია, რომლითაც ციფრულის გარდა, ფიზიკურ მაღაზიებში ანგარიშსწორებაცაა შესაძლებელი, ისევე, როგორც ბანკომატიდან თანხის გამოტანა, პლუს ქულების დაგროვება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ციფრული ბარათი ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის, რადგან ვებგვერდებზე თანხის გადახდისას პლასტიკური ბარათის ძებნა აღარ იქნება საჭირო, რადგან ბარათის მონაცემები მობილბანკშივე ჩანს. რაც მთავარია, ციფრულ ბარათს ვერასდროს დაკარგავთ, რადგან ის თქვენს მობილბანკშია შენახული.

4. გახდი სოლო

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია Solo-ს მომხმარებლად გახდომის გამარტივებას უკავშირდება. მომხმარებელს უკვე შეუძლია მობილბანკში შეავსოს მოთხოვნის ფორმა და გახდეს სოლო.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? — მოთხოვნის ფორმაზე გადასვლა "მეტი მენიუდან" ღილაკზე "გახდი სოლო" დაჭერით შეგიძლიათ; მანამდე კი, სანამ ფუნქცია სიახლეა, ის მთავარ გვერდზეც ხშირად შეგვხვდება. ღილაკზე, ან მთავარ გვერდზე განთავსებულ ბანერზე დაჭერით შეძლებთ გაეცნოთ რა სარგებელი აქვს სოლოს წევრობას. თუ უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, გახდეთ სოლო, რამდენიმე კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, რის შემდეგაც სოლოდან ზარს უნდა დაელოდოთ (პასუხისთვის).

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მობილბანკის ინტერფეისი შეიცვლება, გეყოლებათ პირადი ბანკირი, ისარგებლებთ სოლო შეთავასებებით და ა.შ.

5. საკრედიტო ბარათის რეფინანსირება

რას იტყვით სხვა ბანკის საკრედიტო ბარათის გადაფარვის შესაძლებლობაზე, პირდაპირ მობილბანკიდან? ეს სულ ახალი მობილბანკის ახალი ფუნქციონალია, რომელიც სხვა ბანკის ვალდებულებების გადასაფარად, თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მიღებაში დაგეხმარებათ.

განახლება სულ ახლახან მოხდა, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები, ეტაპობრივად, ყველა მომხმარებელთან გამოჩნდება. ამისთვის კი მობილბანკის დააფდეითებაა საჭირო. ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ მობილბანკი, მისი გადმოწერა შემდეგი ბმულიდან შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციების მხოლოდ ნაწილია. სულ ახალი მობილბანკი ბევრი საჭირო და მოსახერხებელი ფუნქციონალითაა სავსე, რომელიც ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გვიმარტივებს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მობილბანკი მუდმივად ახლდება, მომავალში კი მისგან მეტ საინტერესო ინოვაციასა და ახალ შესაძლებლობას უნდა ველოდოთ.