ყინვისა და ამინდის გაუარესების მიუხედავად, მე-5 დღეა ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედია რესი წერს, რომ არასანქცირებული მიტინგი ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის ოჯახის მხარდასაჭერად იმართება. ოჯახი გარდაცვლილის საქმის სამართლიან გამოძიებასა და დანაშაულში პასუხისმგებელ პირთა დასჯას ითხოვენ.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში 28 წლის, ინალ ჯაბიევი აგვისტოში გარდაიცვალა. ის დე ფაქტო მინისტრის მანქანისთვის ცეცხლის გახსნის ბრალდებით იყო დაკავებული. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას ციხეში აწამებდნენ.