ვითიბი, საკუთარ მომხმარებელს, ვიდეო ბანკით გახსნილ ვადიან და ზრდად ანაბარზე ლარში დამატებით 0,5%-ით მეტს, ხოლო აშშ დოლარსა და ევროში 0,2%-ით მეტ სარგებელს სთავაზობს. აქცია წლის ბოლომდე მოქმედებს და მასში მონაწილეობა ვითიბის ნებიმიერ მომხმარებელს შეუძლია.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. ვადიან ანაბარზე მაქსიმალური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,5%-ს (ეფექტური 10%), ზრდად ანაბარზე 10,3%-ს (ეფექტური 9,82%). ვადა 6-დან 24 თვემდე.

ანაბარზე მეტი სარგებლის მისაღებად, საკმარისია ვიდეო ბანკის გამოყენებით დაუკავშირდეთ ოპერატორს, როგორც მობილური აპლიკაციების გამოყენებით iPhone-ებისთვის და Android-ებისთვის, ასევე კომპიუტერიდან მისამართზე — videobank.ge და ვითიბი ბანკის ფილიალებში განთავსებული ვედეობანკის ზონებიდან.

ვებ გვერდიდან — videobank.ge შესაძლებელია ვიდეობანკში დარეკვა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ ღილაკი "დარეკვა". ხოლო აპლიკაციებით სარეგებლობისას აუცილებელია ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით შესვლა;

წლის ბოლომდე გახანგრძლივდა ვიდეობანკის მომსახურების დროები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და შაბათს 10:00-18:00.