ზუსტად 30 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა სახლში მარტო დარჩენილი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშობაო/საახალწლო ფილმად იქცა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა კი დისნეიმ განსაკუთრებული საშობაო ტკბილეულის გამოცხობით გადაწყვიტა.

ჯანჯაფილის თაფლაკვერები არაერთი ქვეყნის ტრადიციული საშობაო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია, დისნეიმ კი ეს ჩვეულება კიდევ უფრო პომპეზურად აქცია: ფილმში სახლში მარტო დარჩენილი ნაჩვენები სახლის ანალოგი ჯანჯაფილის თაფლაკვერებით შექმნა.

დისნეიმ ამ იდეის განსახორციელებლად დახმარება ცნობილ დიზაინერსა და კონდიტერს, მიშელ უიბოვოს სთხოვა, რომელიც თავისი უნიკალური ფანტაზიით ამ სფეროში სწორედ არაერთი მსგავსი შთამბეჭდავი ნამუშევრის შექმნითაა ცნობილი.

ფოტო: AP

ამ თაფლაკვერის სახლის დამზადებას 300 საათი დასჭირდა. მისი სიმაღლე 1,7 მეტრია, სიგრძე კი 1,25 მეტრი.

სახლის ექსტერიერთან ერთად დიზაინერმა ასევე სრულყოფილად გადმოიტანა ეზო, ხეები, მძარცველების ფურგონი და სხვა მრავალი წვრილმანი დეტალი.

ფოტო: AP

ამ თაფლაკვერის სახლის მასშტაბურობის წარმოსადგენად ასევე გეტყვით, რომ ავთენტურად შექმნილია 63 ხე, 33 ფანჯარა, 14 პიცის ყუთი და 6 ლამპიონი.

"ეს შესანიშნავი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენე, რადგან სახლში მარტო დარჩენილი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საშობაო ფილმია — თუ მას ჩემს ოჯახში ორჯერ მაინც არ ვუყურებთ, საშობაო განწყობაც არ გვაქვს. შესაბამისად, ამ პროექტზე მუშაობისას ძალიან ვისიამოვნე", — ამბობს მიშელ უიბოვი.

ფოტო: AP

ალბათ, ამ უზარმაზარ ჯანჯაფილის თაფლაკვერზე ვერავინ იტყვის, რომ ის უბრალოდ სადღესასწაულო ნუგბარია: ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

ამაში დასარწმუნებლად, შეგიძლიათ, ეს ვიდეოც ნახოთ, სადაც თავად მისი შემქმნელი საუბრობს მუშაობის პროცესზე.

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.