ამ კვირაში ველით ახალ პროდუქტს კომპანია Apple-ისგან. როგორც მათ განმარტეს, ეს არ იქნება ახალი Apple TV, მაგრამ იქნება სრულიად განსხვავებული დიზაინის ყურსასმენები სახელად Apple Studio.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Apple აპირებს გამოუშვას ყურსასმენები, რომელიც სრულიად ფარავს ყურებს. ყურსასმენები, სენსორების დახმარებით, ავტომატურად ჩაირთვება, როდესაც მას თავზე გაიკეთებთ. მოცემული პროდუქტი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დაანონსდება.

ჭორები AirPods Studio-ზე უკვე დიდი ხანია გავრცელებულია, თუმცა აქამდე ყველასათვის გაურკვეველი იყო თუ როდის გამოუშვებდნენ მას (უფრო კონკრეტულად კი, უცნობი იყო, მოასწრებდნენ თუ არა მის გამოშვებას 2020 წელს).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წყაროები, საიდანაც ამ ინფორმაციამ გაჟონა, ნაკლებად სანდოა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მხრივ, ამ ახალი პროდუქტის გამოშვების დაანონსების შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა დაადასტურა.