აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 7 დეკემბერს არის მიღებული.
"აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", — განაცხადეს სუს-ში.
30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში აფხაზური ე.წ. რესპუბლიკის დროშის დაწვისთვის დააკავეს. ამ ფორმით მან გააპროტესტა "დამოუკიდებლობის" ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.
თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები მას სხვისი ქონების განზრახ განადგურებასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავებიან.
გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში, თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების უფლება მისცეს, ადგილობრივი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. იქ არსებული ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, აფხაზურ მხარეს ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები