შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შეზღუდვების დაწესების დღიდან დღემდე, ანუ 28 ნოემბრიდან 7 დეკებრის ჩათვლით, ჯამში 25 121 ობიექტი შემოწმდა. მათგან, საქმიანობა 6 152 ობიექტს შეუჩერდა, დაჯარიმდა — 10, ხოლო ზეპირი გაფრთხილება მიეცა 19 ათასზე მეტს.

"7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და საქმინობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გრძელდება მონიტორინგის მექანიზმი უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ შემოწმდა 192 ობიექტი და დადგინდა, რომ სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს", — განაცხადა მან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა. გარდა ამისა, საბჭომ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გადაადგილებას, ბაზრობებსა და ბაღებს ეხება. შეზღუდვები რამდენიმე ეტაპადაა დაწესებული და გათვალისწინებულია ე.წ. შემსუბუქების პერიოდი.