მწერალთა სახლის ორგანიზებით, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 16-21 მაისს იმართება. ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მასში ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. წლევანდელი ღონისძიება სახელმწიფო პროგრამის, Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

გთავაზობთ თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი პროგრამას:

16 მაისი

  • 18:00 - შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან (გერმანია/საქართველო) ენა: ქართული. მწერალთა სახლი;
  • 19:30 - შეხვედრა ლუდვიგ ლაჰერთან (ავსტრია) ენა: გერმანული/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 21:00 - პოეტური ჯემი + ჯაზი (ყველა მონაწილე პოეტი). მწერალთა სახლი;
  • 22:00 - ახალგაზრდა ქართველი პოეტების მარათონი / ენა: ქართული. მწერალთა სახლი;

17 მაისი

  • 18:00 - დისკუსია: ქალი მწერლები აქტივიზმის ზღვარზე. თამთა მელაშვილი (საქართველო), ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი), ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები). მოდერატორი: თათა ცოფურაშვილი / ენა: ინგლისური/ქართული. ფრონტლაინ კლუბი;
  • 18:30 - პოეზიის საღამო: სერხიო ბადილია კასტილო (ჩილე) და კრისტიან კარლსონი (შვედეთი) / ენა: ესპანური/შვედური/ქართული. კავკასიური სახლი;
  • 19:30 - შეხვედრა დიბისი პიერთან (დიდი ბრიტანეთი) / ენა: ინგლისური/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 21:00 - პოეზიის საღამო: იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), ტადეუშ დაბროვსკი (პოლონეთი) / ენა: უკრაინული/ პოლონური/ ქართული. მწერალთა სახლი.

18 მაისი

  • 17:00 - სერხიო ბადილია კასტილიოს (ჩილე) შეხვედრა სტუდენტებთან / ენა: ესპანური. თსუ - V კორპ. აუდ. 3;
  • 17:00 - კრისტიან კარლსონის (შვედეთი) - შეხვედრა სტუდენტებთან / ენა: შვედური. თსუ - სკანდინავისტიკის ცენტრი;
  • 18:30 - პოეზიის საღამო: იასუჰირო იოცუმოტო (იაპონია) და ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები) / ენა: იაპონური/ ნიდერლანდური/ ქართული. კავკასიური სახლი;
  • 19:30 - პოეტ ლია სტურუას საღამო და წიგნის პრეზენტაცია. მწერალთა სახლი;
  • 21:00 - შეხვედრა მწერალთან: დიმიტრი ბიკოვი, მოდერატორი შოთა იათაშვილი / ენა: რუსული/ქართული. მწერალთა სახლი;

19 მაისი

  • 15:00 - სტუდენტების შეხვედრა იასუჰირო იოცუმოტოსთან / ენა: ინგლისური. თავისუფალი უნივერსიტეტი
  • 18:30 - კავკასიური საღამო: ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი) და ლელა სამნიაშვილი (საქართველო). კავკასიური სახლი;
  • 19:00 - დიბისი პიერის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. წიგნის სახლი „ლიგამუსი“;
  • 20:00 - დისკუსია: საბჭოთა ინერცია პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში - იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), დიმიტრი ბიკოვი (რუსეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი), ლევან ბერძენიშვილი (საქართველო) / ენა: რუსული/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 21:30 - პოეზია: პროექტი მტრები - ბრიტანეთი/საქართველო. ზურა ჯიშკარიანი, ლია ლიქოკელი, ზაზა კოშკაძე და სტივენ ფაულერი, ელი უილიამსი, ლიუკ კენარდი / ენა: ინგლისური/ქართული. მწერალთა სახლი;

20 მაისი

  • 18:00 - შეხვედრა მწერალთან: სადიკ იალსიზუჩანლარი (თურქეთი) / ენა: თურქული/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 19:30 - სიუზენ შილინგლოუს (აშშ) ლექცია ჯონ სტაინბეკის შესახებ / ენა: ინგლისური/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 21:00 - შეხვედრა მწერალთან: ეთგარ კერეთი (ისრაელი), მოდერატორი დათო ტურაშვილი / ენა: ინგლისური/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 22:30 - პოეზიის ღამე მწერალთა სახლის ბაღში. მწერალთა სახლი;

21 მაისი

  • 13:00 - შექსპირი ბავშვებისთვის: “ზაფხულის ღამის სიზმარი” - ვასო გულეური, დავით გაბუნია / ენა: ქართული. მწერალთა სახლი;
  • 15:00 - შეხვედრა ახალგაზრდა მკითხველთან - გიორგი კეკელიძე - „პირადი გამოცდილება, როგორც ლიტერატურა“. მწერალთა სახლი;
  • 17:00 - პოეზიის საღამო: ალექსანდრ გალპერი (აშშ) / ენა: რუსული/ქართული. მწერალთა სახლი;
  • 19:00 - ეთგარ კერეთის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. წიგნის სახლი „ლიგამუსი“;
  • 21:00 - ფესტივალის დახურვა: ფილმის "ქალი ბაზრობიდან" (1928) ჩვენება. ფილმი გადაღებულია იუჯინ ო'ნილის პიესის "სიყვარული თელებქვეშ" მიხედვით. რეჟ. გ. მაკაროვი. ჩვენება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მწერალთა სახლი;