მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება დღეს 8 დეკემბერს გამოსცა. სხდომა 12:00 საათზე დაინიშნა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

მესამე რაუნდი 7 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის მოლოდინია.

ამავე თემაზე: