ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკა დაამტკიცა — რა წერია კონცეფციაში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაცაა ნახსენები. არ აღიარებულმა პრეზიდენტმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების განკარგულებას ხელი მოაწერა. კონცეფციის თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:
- ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობა;
- გარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე აქტიური რეაგირება;
- მრავალდონიანი გარე კონტაქტები;
- თანამშრომლობის ღიაობა, რომელიც თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა შემდეგი მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად:
- ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოქალაქეების დაცვა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება;
- ე.წ. სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარე პირობების შექმნა, დახმარება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საზღვარგარეთ აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების ხელშესაწყობად;
- საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
- რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება;
- ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება სახელმწიფოებთან, რომლებმაც ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს;
- ოკუპირებული რეგიონის შემდგომი საერთაშორისო აღიარება;
- აფხაზეთის დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება მსოფლიოს ყველა რეგიონში;
- აფხაზეთის პოზიტიური საერთაშორისო იმიჯის ფორმირება და განმტკიცება;
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება;
- დახმარება კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში;
- აფხაზეთში გლობალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ინსტიტუტებში შესვლის მცდელობების გააქტიურება.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები