ფონიჭალაში მკვლელობა დღეს, 7 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლი საცხოვრებელ სახლთან გაუხსნეს.

On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.