კვირტები გამოისახა, მაგრამ ხელშესახები არაფერია — ნათელაშვილი საელჩოში შეხვედრის შემდეგ
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე "რაღაც პატარა კვირტები თითქოს გამოისახა, მაგრამ რაიმე ძალიან ხელშესახები არა, ჯერჯერობით".
"უცბად არ იქნება გდაწყვეტილებები მიღებული, ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ მთავარია ხალხს პარლამენტის სახით ჰყავდეს ნამდვილი, თავისი წარმომადგენლობა. რაღაც პატარა კვირტები თითქოს გამოისახა, მაგრამ რაიმე ძალიან ხელშესახები არა, ჯერჯერობით", — განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნათელაშვილი ამბობს, რომ უკეთესობისკენ ნიშნები საარჩევნო რეფორმის ხაზით გამოიკვეთა, მაგრამ ნათელაშვილის თქმით, მათ არა საარჩევნო რეფორმა, არამედ ახალი პარლამენტის არჩევნები სურთ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები