ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ ქუთგანათების სერვისში აცხადებენ, რომ ერთკვირიანი ძლიერი ქარის პროგნოზიდან გამომდინარე ქუთაისში, საქართველოს დროშას დროებით დაუშვებენ.

"ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება", — აცხადებენ ქუთგანათების სერვისში.

ქუთაისის მერიამ ორწლიანი მცდელობის შემდეგ დროშა 12 აგვისტოს დაკიდა. მისი აღმართვა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. პირველად ტენდერი გამოცხადება ნიადაგის შესწავლის გარეშე მოხდა, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო. დანარჩენი ტენდერები შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.