2020 წელს ასტრონომებმა მზის ზედაპირზე უზარმაზარი ბნელი ლაქა დააფიქსირეს, რომელიც ალმოდებული ყვავილს მოგვაგონებს.

მზის ლაქა — სადაც მძლავრი მაგნიტური ველები მზიდან ამომავალ ცხელ აირებთან ურთიერთქმედებენ — დაახლოებით 16 000 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ მაჩვენებლით იგი დედამიწის დიამეტრს აღემატება.

ამ წლის 28 იანვარს დედამიწაზე არსებულ უდიდეს ობსერვატორიაში, დენიელ იუნის მზის ტელესკოპმა ჰავაის კუნძულ მაუიზე, ზემოხსენებულ ლაქას გადაუღო უპრეცენდენტოდ დეტალური სურათი. მისი ფოტო და ვიდეო მეცნიერების ეროვნულმა ფონდმა გამოაქვეყნა. აღნიშნული ტელესკოპიც სწორედ მათ ეკუთვნით.

"მზის ლაქის სურათების გადაღებისას მიღწეული რეზოლუცია დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ადრინდელს. მასზე მაგნიტური სტრუქტურებს აფიქსირებს მზის ზედაპირზე 20 კილომეტრი სიგრძის სიზუსტით", განაცხადა მზის ეროვნული ობსერვატორიის (NSF) ასოცირებულმა დირექტორმა ტომას რიმელმა თავის პრეს რელიზში. ტელესკოპთან სწორედ ის მუშაობდა.

მზის ლაქის ფორმირება მოხდა ისეთ უბანზე, სადაც მზის მაგნიტური ველი იმდენად მძლავრია, რომ იგი ამცირებს მზის ატმოსფერულ წნევას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ზედაპირული ტემპერატურის შემცირებას და მზის ლაქაზე, მზის დანარჩენ ზედაპირთან შედარებით, საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა — 4 150oC.

ყვავილის გვირგვინის ფურცლების მსგავსი ფორმები, რომლებიც აღნიშნული ლაქიდან ყველა მიმართულებით ვრცელდება, წარმოიქმნება მზის მაგნიტური ველისა და მზის სიღრმიდან მომავალი ცხელი აირების ურთიერთქმედებით.

როდესაც ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტოები გამოქვეყნდა, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა მისი მშენებლობა ჯერ არ იყო დასრულებული, ამ ტელესკოპით გადაღებული ფოტოები ბევრად მაღალი დეტალურობით გამოირჩეოდა, აქამდე ნებისმიერ სხვა ტელესკოპით გადაღებულ კადრებთან შედარებით.

ტელესკოპში გამოყენებული ძლიერი ლინზის საშუალებით, მეცნიერები სავარაუდოდ შეძლებენ საბოლოოდ გადაჭრან კოსმოსური ამინდის პრობლემა და შეძლონ მისი წინასწარ პროგნოზირება, ვინაიდან მზიური მოვლენები შესაძლოა ადამიანებისთვის ზიანის მომტანიც იყოს.

როგორც ვიცით, მთელი მზის სისტემა გარს არტყავს მზეს და მის ატმოსფეროს. ამიტომ, მზეზე წარმოქმნილი ელექტრულად და მაგნიტურად დამუხტული ნაწილაკები, მზის ქარების ნაკადის საშუალებით ვრცელდება მთელ სისტემაში. დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად, მზის ქარი პოლუსებზე წარმოქმნის აურორას. თუმცა, მზის ზედაპირზე მძლავრი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ დამუხტული ნაწილაკების ტალღებს შეუძლია ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების დაზიანებაც.

სწორედ ამიტომ, ინოის ტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერები უკვე შეძლებენ მსგავსი მოვლენების პროგნოზირებას, რაც გარკვეულწილად დაგვეხმარება მათგან თავის დაცვაში. აღნიშნული ტელესკოპის საშუალებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რატომ არის მზის გვირგვინი 500-ჯერ უფრო ცხელი მზისავე ზედაპირთან შედარებით. ამ ფენომენის ამოხსნას ასტრონომები 1940-იანი წლებიდან ცდილობდნენ.

ტელესკოპის მშნებლობა ამ წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო, იგი 2021 წლისთვის გადაიდო.

ფოტო: i.insider.com

"COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო, ტელესკოპის ამოქმედება გარკვეული დროით გადაიდო", განაცხადა NSF-ის პროგრამის დირექტორმა, დევიდ ბობოლცმა.

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ "აღნიშნული სურათი წარმოადგენს იმ უპრეცენდენტო შესაძლებლობების ადრეულ გამოვლინებას, რომელსაც ინუის ტელესკოპი მოგვცემს მზის ზედაპირისა და მასზე მომხდარი მოვლენების შესწავლის საქმეში, და რომელიც გარკვეულწილად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს ამ ვარსკვლავის შესახებ".