შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების დაცვის ზედამხედველობის მიზნით, 4-6 დეკემბრის მონაცემებით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. ფერაძის თქმით, 2 დღის განმავლობაში სულ 1 986 ობიექტი შემოწმდა, აქედან კი 1 900 ობიექტი წესების დაცვასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერად გააფრთხილეს.

"ასევე, უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი [ხელახალი მონიტორინგი] განხორციელდა. 3 036 ობიექტი გადამოწმდა, რომლითაც ნამდვილად დადასტურდა, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერეს", — განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ჯამში შემოწმდა 24 518 ობიექტი, აქედან დაჯარიმდა 10, საქმიანობა 5 792 შეუჩერდა.